თბილისი პატარა განზომილება სამყაროში, განსხვავებული სხვა ქალაქებისგან. აქ თავმოყრილია ყოველი ადამიანის ოცნება და ერწყმის რეალობას.  მდებარეობიდან გამომდინარე აქ არაერთი კულტურის გენიალური ნარევი შეგიძლიათ იხილოთ, სწორედ ეს განაპირობებს თბილისის უნიკალურობას. ყოველ ქუჩის კუთხეში შეგიძლიათ ეს საუცხოო ნაზავი სხვდასხვა ერებისა იგრძნოთ, მიუყვებით ღვინის აღმართს, “შუაღამის პარიზს”, და უცბად გერმანული არქიტექტურის წინ აღმოჩნდებით. ზოგადად, თბილისი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აქ უძველესი ნაგებობის გვერდით შეხვდებით უკიდეგანოდ თანამედროვე, მინიმალისტური სტილის მინის შენობებს. ზოგმა შესაძლოა ეს ერთგვარ ქაოსადაც აღიქვას, თუმცა სწორედ ასეთი არაორდინალური სტილითაა თბილის ცნობილი, ის არ უფრთხის სიახლეებს  სწორედ ამით ინარჩუნებს თვითმყოფადობას. განსკუთრებული კვალი ამ მხრივ თბილისს საბჭოთა კავშირმა დაუტოვა, მის ქუჩებში ხეტიალისას დღესაც წააწყდებით ძველი დროების ნარჩენებს, ამ საუცხოო სტილის არქიტექტურულ შედევრებს, რომლებიც ერთი თვალის მოკვრით გიყვებიან “ბნელსა და ტკბილ” წარსულზე. თბილისით ერთხელ თუ მოიწამლე, ვეღარასდროს დაივიწყებ მას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის ღამითაა, როდესაც ეზოებსა თუ ქუჩებში ლამპიონები ციმციმებენ, ჰაერში კი რომანტიზმის ეპოქის სურნელი ტრიალებს. თბილისისთვის დამახასიათებელი ულამაზესი, მყუდრო აივნებიდან თუ ხეივნებიდან ათასგვარი ყვავილები თავს უხრიან გამვლელებს. თითქოს ყოველი ქუჩა მხოლოდ შენთვისაა შექმნილი, თითქოს მთვარეც მხოლოდ შენ ერთს დაგნათებს. აქ ყველაფერი სიყვარულითაა ავსებული, ეს არის ქალაქი, რომელსაც უყვარხარ!

 



 tbilisi street metekhi

განსკუთრებული კვალი ამ მხრივ თბილისს საბჭოთა კავშირმა დაუტოვა, მის ქუჩებში ხეტიალისას დღესაც წააწყდებით ძველი დროების ნარჩენებს, ამ საუცხოო სტილის არქიტექტურულ შედევრებს, რომლებიც ერთი თვალის მოკვრით გიყვებიან “ბნელსა და ტკბილ” წარსულზე. თბილისი არის ქალაქი, სადაც შეგიძლია სრულიად უმიზნოდ იხეტიალო და ყოველ ნაბიჯზე აღმოაჩინო რაღაც, ძალიან განსხვავებული და ღირებული. აქ დრო არასდროს არის დაკარგული. აქ ბერლინის რიტმიც იგრძნობა, ყვავის ქუჩის მხატვრობა და ხელოვნების ყოველი დარგი. აქ ყველა მღერის, ხატავს და ცეკვავს. მიწისქვეშა გადასასვლელებსა თუ ძველი შენობის კედლებზე შესაძლოა “დასახვრეტად გამზადებული პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია” შეგეჩეხოთ, ან რომელიმე ფილმის ეპიზოდი გაცოცხლდეს თქვეს თვალწინ. ყველაფერია მოსალოდნელი. ალბათ და ვინჩისაც კი ეჭვი შეიპყრობდა, თბილისური “ადამის დაბადება” რომ ეხილა. თავმდაბალი ქუჩის მხატვრები ასე უტოვებენ თავიან ხელწერას შთამომავლებს, ისე რომ შესაძლოა ვერავინ გაიგოს ვინ შექმნა ეს სილამაზე.

street art

თბილისის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილადაა ქცეული ხელნაკეთი მშვენიერებანი, როგორიცაა განსხვავებული ტანისამოსი, მხოლოდ შენ ერთს რომ შეიძლება ქონდეს, სამკაულები, ქართულ ისტორიას რომ წარმოაჩენს და ამავე დროს, მოდის მწვერვალზეც იმყოფებიან.

თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მშრალი ხიდია, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ანტიკვარი ნივთები, ძველი დროის გადმონაშთები, ერთი თვალის შევლებითაც რომ თბილისის სხვადასხვა ეპოქაში გამოგზაურებთ. ვინილების მოყვარულებს კი ნამდვილად დიდი ბედნიერება გელით აქ, ყველა დროის ფირფიტა შეგიძლიათ შეიძინოთ კარგ ფასად. თუმცა ყველაზე მეტად ეს ადგილი კოლექციონერებს აღაფრთოვანებთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერება აქ ყოველ ნაბიჯზე დაგყვება.

რა უნდა ვნახო თბილისში?

  1. თბილისში აუცილებლად უნდა ნახოთ მსოფლიოში სიმაღლით მესამე ადგილზე მყოფი აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს სამების საკათედრო ტაძარი.

  2. სამებასთან ახლოს -უძველესი  მეტეხის ეკლესია. ის მდებარეობს შემაღლებულ ადგილას, ავლაბარში, კლდის წვერზე პატარა სამლოცველოთი. მეტეხის ტაძარი განსაკუტრებით კარგი სანახავია საღამოს, როდესაც მზე ჩაესვენება და შენ შეგიძლია დატკბე სხივთა თამაშით ეკლესიის თავზე. მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილადაც მიიჩნევა.

  3. აბანოთუბანი- ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს თბილისი განსაკუთრებული ქალაქის სტატუსს ინარჩუნებს. თუმცა, სანამ სტატუსამდე მივალთ, თავად ქალაქის დაარსებაც ხომ პირდაპირ კავშირშია გოგირდის წყლებთან და იმ საბედისწერო ხოხბის მონადირებასთან...