დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Tbilisi Sea Club, თბილისის ზღვის კლუბი Tbilisi Sea Club, თბილისის ზღვის კლუბი Tbilisi Sea Club, თბილისის ზღვის კლუბი Tbilisi Sea Club, თბილისის ზღვის კლუბი Tbilisi Sea Club, თბილისის ზღვის კლუბი

თბილისის ზღვის კლუბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისის ზღვის კლუბი ქალაქის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია და ის თბილისის ზღვის ნაპირას, პატარა, ლამაზ კონცხზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მზის გულზე პლაჟზე დასვენება, მოწყობილია ბუნგალოები, წყლის სასრიალო, ბავშვთა მოედნები და აუზები. თბილისის ზღვის კლუბი ასევე გთავაზობთ წყლის თხილამურებით სრიალს, იალქნიან ნავებს და კატერებს ზღვაზე გასასეირნებლად, დაივინგს და წყლის პარაშუტით ფრენას. აქვე შესაძლებელია იალქნიანი ნავის მართვის, წყლის თხილამურებით სრიალისა და წყალქვეშა ცურვის შესწავლაც. თბილისის ზღვის კლუბში უსაფრთხო, მრავალფეროვანი და კეთილმოწყობილი გარემოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. აქ მხიარულად, აქტიურად გაატარებთ დროს და განიტვირთებით. კლუბი შესანიშნავია ოჯახთან და ბავშვებთან ერთად დასვენებისთვისაც.

თბილისის ზღვის კლუბში ქორწილების, დაბადებისდღეების, კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაც შესაძლებელია. კლუბი გთავაზობთ ეფექტური გარემოს, რესტორანს 1000 პერსონაზე, თანამედროვე ტექნიკას, დღისა და ღამის პროგრამებს, გასართობ პროგრამებს ინდივიდუალური დაგეგმარებით, ფეიერვერკს და სხვა საჭირო მომსახურებებს, რათა დაუვიწყარი გახადოთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღე. თუკი დატვირთული გრაფიკი გაქვთ და დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებთ, თბილისის ზღვის კლუბი ქმნის გარემოს, სადაც ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებთ დაკავდეთ აქტიური სპორტით, განიტვირთოთ და დატკბეთ ლამაზი, კეთილმოწყობილი პლაჟით. აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანი იპოვნის მისთვის სასიამოვნო და კომფორტულ სივრცეს.

თეგები: #გართობა #ვაჭრობა #ჯანმრთელობა #სპორტი #გამაჯანსაღებელი ცენტრი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
nino jikuradze
nino jikuradze

ფასი?

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თბილისის ზღვის კლუბი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!