თმოგვის ციხეს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თმოგვის ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი).


ისტორია

წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. აკონტროლებდა აზიიდან მტკვრის ხეობით შემომავალ გზას საქართველოში. თმოგვის ციხის  დაწინდაურდა IX-X საუკუნეებში, ქ.წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073 წლიდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად - მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828 - 1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.


არქიტექტურა

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

მდებარეობა
41.395355, 43.317118
მანძილი დედაქალაქიდან
262 კმ

იხილეთ ასევე

ვანის ქვაბები, ვაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ...

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ა...

ხერთვისის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მ...

სულდის ჭაობის აღკვეთილი ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი მდებარეობს სოფელი სულდის დასავლეთით, სოფელ მიასნიკიანსა და ბოზალს შორის....

ახალქალაქი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, იგი წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეების — ფა...

კარწახის ჭაობის აღკვეთილი ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის და მდებარეობს სოფელი კარწახის აღმოსავლეთით....

ასპინძა მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, იგი წარმოადგენს დაბას და ამავე დროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ცენტრს. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსა...

კარწახის ტბა, იგივე ხოზაფინი  — ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 1799 მეტრ სიმაღლეზე. სახელმწიფო საზღვრით ტბა ორ ნაწილად იყოფა. ...

ხანჩალის აღკვეთილი - აღკვეთილი ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.ჯავახეთის დაცული ტერტორიები შეიქმნა 2011 წელს. მასში შედის ჯავახეთის ეროვნული პარ...

ნინოწმინდა – ქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალ...

მწვერვალი დიდი აბული მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, იგი ერთ-ერთი ულამაზეის ადგილია, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება მთე...

ლევანის ტბა მდებარეობს აბულ-სამსარის ქედზე ზღვის დონიდან 2565 მეტრზე. ...

საბანაკე ლევანიის ტბასთან მდებარეობს ტბის ჩრდილოეთ მხარეს, ზღვის დონიდან 2575 მეტრზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ...

პანდას ტბა მდებარეობის აბულ-სამსარის ქედზე, მწვერვალი სამსარის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2780 მეტრზე....

ტბა დრომატარებინე მდებარეობს აბულ-სამსარის ქედზე ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ...

საღამოს ტბა — ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფა...

შაორის ციხე მდებარეობს ფარავნის ტბის ჩრდილოეთ მხარეს ზღვის დონიდან 2735 მეტრეზე. ...

ბუღდაშენის აღვკვეთილში მოიცავს ტბა ბუღდაშენს, მის შემოგარენსა და ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. აღკვეთილი მდებარეობს სოფელი გორელოვკი...

ციხისჯვარი - ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე შავწყალას სათავეებთან, სოფელ ციხისჯვარში.ციხისჯვარის ციხისგ...

ახალციხე, ძველად ლომსია — ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბუ...

რაბათის ციხე — ისტორიული ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ უბანში. მდებარეობს მდინარე ფოცხოვი...

კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ...

მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორ...

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ტბა ტაბაწყურის გარშემო. აღკვეთილის საერთო ფართი შეადგენს 85.4 კვადრატული კილომეტრი. ...

წეროს ტბა - ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაძველში, კახისის ტბის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1808 მეტრ სიმაღლეზე...

ფარავანი - ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამცხე ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ტბა გაყინულია ზამთ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი?სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1...

დვირის ციხე ბორჯომის რაიონის ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ციხესიმაგრის ნანგრევები მდებარეობს სოფელ დვირის დასავლეთით, მდინარე...

ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი კოხტა? კოხტა - სათხილამურო კურორტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის თემში), მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი მიტარბი?მიტარბი - სათხილამურო კურორტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის თემში). მდებარეობს თრიალეთის ქედის...

დემოთის ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს სამცხეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან, ფერსათის მთის ძირას, ნაშენი ციცაბო კლ...

მწვანე მონასტერი (ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი) ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მ...

დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რ...

უზნარიანის ციხე - X საუკუნის ისტორიული ციხე მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერთან, გუჯარულას ვიწრო, კლდოვან გასასვლელში მდინარის მარცხენ...

პეტრეს ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზ...

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვ...

ამარათის ტურისტული თავშესაფრის ინფრასტრუქტურა:ხის იზოლირებული შენობა;12 საწოლი;1 ღუმელი;წყალი მოიპოვება.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასი...

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აგებულ იქნა...

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.comვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომშ...

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. მისი საერთო ფარ...

ჩითახევის მცველთა თავშესაფარი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, თოვლის ფეხსაცმელების ბილიკზე. ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. ამ ადგილას მოხვედრ...

მდებარეობაბორჯომის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ისტორიული კუთხის, თორის ტერიტორიაზე. ის მოქცეულია მესხეთის ქედის აღმოსავლეთით და თრიალეთის ქედის დასავლეთ...

გოგიას ციხე ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ციხეა. იგი განლაგებულია ბორჯომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და გა...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თმოგვის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!