დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

_DSC0106 _DSC0851 _DSC0150 _DSC0638 _DSC0661 _DSC0732 _DSC0875 _DSC0955 dsc (26)

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ ნიამორების ვოლიერი,შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი - სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

გეგმა:

01

დღე 1 - აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი

მარშრუტი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, 1კმ. მანძილის გავლის შემდეგ ბილიკზე შეგხვდებათ ნიამორების ვოლიერი, ნიამორი (capra aegagrus). ნიამორის ვოლიერიდან 20 წუთის სალაშქრო მანძილზე მარშრუტი ფართო გზიდან მარცხნივ უხვევს ვიწრო ბილიკზე, რომელიც დიდი აღმართით ადის მთის ფერდობზე, დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ ბილიკი გვთავაზობს ულამაზეს ხედებს. პირველი დღის ბოლოს ბილიკი ეშვება ამარათის თავშესაფარში.

02

დღე 2 - ამარათის ტურისტული თავშესაფარი - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი

თავშესაფრიდან ბილიკი უბრუნდება ქედს. ბილიკი ფერდობზე გადის და მიემართება ჩრდილო აღმოსავლეთით. ბილიკი გაივლის მეღრუკის მთასთან და ექცევა მთის წვერზე საიდანაც გამოჩნდება მთა სამეცხვარეო. ბილიკი ძრდილოეთით ეშვება და დამაკავშირებელი ქედით ადის მთა სამეცხვარეოეზე.

03

დღე 3 - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი

სამეცხვარეოს თავშესაფრიდან სახვლარის თავშესაფრამდე ბილიკის შედარებით მარტივია. მთელი დღის განმავლობაში ბილიკი ძირითადად დაბლა ეშვება. გზად თქვენ გაივლით მთა რკინის ჯვართან, რომელზეც ლეგენდის თანახმად ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა

04

დღე 4 - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი

სახვლარის თავშესაფრიდან ბილიკი ხეობას ქვემოთ მიუყვება. ბილიკი რამდენიმე ადგილზე კვეთს მდინარეს. ხიდების მდგომარეობის შესახებ ინფომრაცია უმჯობესია გადაამოწმოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში.

თეგები: #ლაშქრობა #ცხენტური #ცხენი #ჯირითი #მხედარი #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

ხანგრძლივობა: 4 დღე
ჯამური მანძილი: 52 კმ
სირთულე: მარტივი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+60
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Irakli Gogoladze
Irakli Gogoladze

გამარჯობა, თებერვლის დასაწყისში გვინდა წასვლა, მაიმტერესებს ხიდების მდგომარეობა, დიდი ალბათობით არ იქნება არც რომანოვის ბილიკზე ოყო მარა მაინც გავიარეთ, ხოდა ხიდებზე მეტად მდინარეები მაინტერესებს ანუ ფეხით რამდენად განვლადია მდინარეებში? ან მიახლოებით რამდენჯერაა გადასაკვეთი? თან ზამთარია დონე დაწეული უნდა იყოს წესით .. და ბოლოს ზვაზის მხრივ რამდენად საშიშია ანუ ფერდობების დახრილობა სადაც სიარული გვიწევს რამდენად ქმნის ზვავის ალბათობას... იქნებ მიახლოებით პასუხები გამცეთ

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

გამარჯობა ირაკლი, ეს ბილიკი ზამთარში დაკეტილია და არ გაგიშვებენ. ამარატის და სამეცხვარეოს თავშესაფრებში ღუმელი არ არის და სიცივე ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ხარაგაულის მხარეს ამ და რომანოვის ბილიკის შემთხვევაშიც მდინარის გადაკვეთა დაახლოებით 12-ჯერ გიწევს. წყლის დონე იმხელა მაინც იქნება რომ ფეხს მუხლებამდე დაგისველებს, რაც ზამთრის პირობებში ძალიან საშიშია. როგორც მე ვიცი ზამთარში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მხოლოდ თოვლის ფეხსაცმელების ბილიკსა და ლომის მთის ბილიკზე შეიძლება წასვლა(2 და მეტ დღიანი მარშრუტებიდან).

Mike Sleath
Mike Sleath

Following recommendations, my wife and I intend to walk the St Andrew's Trail in early August (very approx. 6th to 10th August), following a route of shelters from Atskuri to Amarati, Sametskhvario, Sakhvlari and Marelisi. Can we book accommodation at these shelters ahead, and if so, when is a good time to do that? Is it possible to book them all at the same time or in one booking? How should we do that?
Many thanks, Sue and Mike Sleath, (Hampshire, UK)

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

To book accommodation please contact visitor center. Contact details are here:
https://georgiantravelguide.com/en/destinations/borjomi-kharagauli-national-park-visitor-center

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!