თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკვერი საკმაოდ მოსახერხებელი შეხვედრის ადგილია თუ კი ქალაქს კარგად არ იცნობ. თბილისის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ნებისმიერ საკითხზე მიიღებ ინფორმაციას. ამ მცირე ზომის ხის კონსტრუქციაში არის ორი ახალგაზრდა ტურიზმის ეროვნული საგენტოს წარმომადგენელი კომპიუტერებით, თბილისის რუკები და სხვადასხვა ბროშურები უფასოა და შეგიძლიათ გამოიყენოთ. სკვერის ცენტრში შადრევანია, რომელიც ზაფხულის საღამოებში ფერადი ნათებით იქცევს ყურადღებას. ადგილზე იყიდება თბილისის ტური, მოქმედებს ქალაქის უფასო უკაბელო ინტერნეტი (Tbilisi loves you). რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი და ა.პუშკინის სკვერი ფეხით სეირნობისთვის იდეალურია, ღამის საათებშიც კი. აქვე ახლოსაა ქალაქის ისტორიული ნაწილი, უამრავი კვების ობიექტი და სავაჭრო ცენტრი თბილისი გალერეა.

სკვერში მოხვედრა შესაძლებელია ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსითა და ტაქსით. საზოგადოებრივიტრანსპორტისშესახებდამატებითიინფორმაციისთვისგამოიყენეთაპლიკაცია Google Map ან/დაეწვიეთბმულებს:

http://ttc.com.ge ; http://tm.ge/ .

საქართველოში ტაქსის სერვისთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://georgiantravelguide.com/ka/articles/taqsis-momsaxureba-saqartveloshi/