დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ვეჯინი ვეჯინი

ვეჯინის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ვეჯინი – სოფელი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, ცივ-გომბორის მთის ძირში ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის მთისწინეთსა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 420 მეტრი, გურჯაანიდან 7 კილომეტრი. სოფელი სამ მთავარ, კეჭის, ვეჯინის და აზნაურის, სექტორებად იყოფა.

ვეჯინში გავრცელებულია გადმოცემა, რომლის თანახმად, აღნიშნული სახელწოდება თამარის ხანაში შეიქმნა - მეფეს ვეჯინში სტუმრობა მოსურვებია, მობრძანებულა კიდეც და უთქვამს: „მე აქ ვეჯინეო“. რა თქმა უნდა ეს ხალხური ეტიმოლოგიაა და არაფერი აქვს საერთო მეცნიერულ ეტიმოლოგიასთან.

სოფლის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ოცდაათზე მეტი ისტორიული ძეგლი ან ნანგრევი. მათგან სიდიადით გამოირჩევა ამაღლების სამონასტრო კომპლექსი და ყველაწმინდის ეკლესია.

ვეჯინის სხვა ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ყველაწმინდას ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (XVIს), წმინდა გიორგის სახელობის (VIIს.), კვირაცხოვლის (შუა საუკუნეები), და პეტრე მოციქულის ეკლესიები (XVIს). ასევე აბაშიძეების ოთხსართულიანი მრგვალი კოშკი (გვ. შუა საუკ).

სოფელში ფუნქციონირებს ჰიდროელექტროსადგური ”ალაზანჰესი”, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში აიგო. სოფელ ვეჯინიდან იყო XX საუკუნის ცნობილი მეცნიერი — ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი. სოფელში ცნობილი მეცნიერის სახელობის მუზეუმიც არსებობს. ფუნქციონირებს სკოლა, რომელსაც არსებობის საუკუნეზე მეტი ტრადიცია აქვს, XIX საუკუნეში ამ სკოლაში ვაჟა-ფშაველას ძმა ბაჩანა ასწავლიდა. 90-იან წლებამდე სოფელში ფუნქციონირებდა რკინიგზის სადგური, რომელიც დღეს მთლიანად უფუნქციოდ არის დარჩენილი. სოფელში არსებობს კულტურის სახლის შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი მევენახეობა, მებაღჩეობა და მეხილეობაა. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარწყვის და ატმის კულტურას.

ვეჯინი შესანიშნავი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია კახეთის რეგიონში.


ისტორია

ვეჯინი პირველად ისტორიულ წყაროებში (ქართლის ცხოვრება) “ვეჟინის” სახელწოდებით X საუკუნის დასაწყისიდან მოიხსენიება, ასევე გვიან შუა საუკუნეებშიც. XI საუკუნეში ვეჯინი კახეთ-ჰერეთის ერთერთ საერისთაოს წარმოადგენდა და კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. 

XI ს-ის 80-იან წლებში გიორგი II-მ (1072-1089) სცადა ვეჯინის ციხის აღება, მაგრამ ვერ შეძლო. 1455 წელს გიორგი VIII-მ (1446-1466) ვეჯინი და ვეჯინის პირის სოფლების წყალობა განუახლა. XVII ს-ში ვეჯინის ციხის მფლობელები ენდრონიკაშვილები (ანდრონიკაშვილები) არიან. 1757 წელს თეიმურაზ II-მ ვეჯინი ბოდბელ მიტროპოლიტს უბოძა. 1776 წელს ვეჯინში ბატონიშვილმა გიორგიმ ჯვარი დაიწერა ქეთევან ანდრონიკაშვილზე. 1782 წლის 5 თებერვალს იქ გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი. 1784 წელს ვეჯინში იქორწინა ბატონიშვილმა ვახტანგმა მარიამ ანდრონიკაშვილზე.

1960 წელს ვეჯინთან ახლოს, ბაქსის ხეობაში აღმოჩნდა გომბეშოს ქვის ქანდაკება, რომელიც გადმოვარდნილია თავდაპირველი ადგილიდან, დაახ. 100 მ სიმაღლიდან. ქანდაკება აღმოჩენის ადგილზეა.

1923 წელს მიწის სამუშაოებისას ვეჯინში აღმოჩნდა სპილენძის ქართული მონეტების განძი, რომელიც შედგება თამარისა (1184-1207) და დავით სოსლანის 2759 მონეტისაგან. აქედან 2556 თარიღდება 1200 წლით. 103 მონეტა უთარიღოა. მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). 1980 წელს ვეჯინში გზის მშენებლობისას აღმოჩნდა რუსუდანის (1223-1245) სპილენძის მონეტა.

სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქედან აღსანიშნავია X-XI სს-ის ვეჯინის ციხე-სიმაგრე, ის მოხსენიებული აქვს მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს” “ბაკურციხის ჩრდიოლოეთით, ცივის მთის ძირას, არის ვეჯინი, მას ზევით, მთის კალთასა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებულია, შიგან გამომდინარე წყაროთი და ეკლესია ღმრთაებისა გუმბათოვანი დიდი, აქვე ეფლიან ენდრონიკაანი.

ვეჯინის ციხის გალავანი და კოშკები ნაგებია რიყის ქვით. სავარაუდოდ, თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ციხე-სიმაგრის მთელ კომპლექსს „ამაღლებას“ უწოდებენ.

ვეჯინის ამაღლების ციხესიმაგრე X-XI საუკუნების ძეგლია. პირველად ის, როგორც კახეთ-ჰერეთის უმთავრესი სიმაგრე, `ქართლის მატიანეში - X საუკუნის დასაწყისში მოიხსენიება. ამაღლების კომპლექსში შედის კოშკი (IX-Xსს), ღვთაების ამაღლების (XIV-XVსს) და წმინდა მარიამის სახელობის (შუა საუკუნეები) ეკლესიები. აქვე დგას კახეთში უძველესი ორსართულიანი სამრეკლო (XVს.). აქვეა გენერალ სიმონ შალიკაშვილის ეკვდარი (XIXს.) და ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასაფლაო. ამჟამად ამაღლების კომპლექსში დედათა და მამათა მოქმედი მონასტერია.


ღირსშესანიშნაობები

თეგები: #სოფელი #დასახლებული პუნქტი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ვეჯინი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!