დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ველო სახლი Bike House ველო სახლი Bike House ველო სახლი Bike House ველო სახლი Bike House ველო სახლი Bike House ველო სახლი Bike House ველო სახლი Bike House

ველო ჰაბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო ჰაბი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვარულთა საოცნებო ადგილია, რადგან აქ შეგიძლიათ არამხოლოდ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ახალი ველოსიპედი, აგრეთვე შეაკეთოთ, გადააკეთოთ, განაახლოთ, გახადოთ უფრო სწრაფი, ძლიერი, მოსახერხებელი და ლამაზი… ველოსიპედის მოყვარულთათვის ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენაა, აქ ხომ ყველაფრით უზრუნველყოფილნი იქნებით. იქნებ დამწყები ხართ და ეს-ესაა შეაბიჯეთ ველოსიპედების სამყაროში, გსურთ, რომ ყოველმა შემხვედრმა შეამჩნიოს თქვენი აღფრთოვანება ახალი გატაცებით, გინდათ რომ ყველას მოუნდეს თქვენს ადგილას ყოფნა, მაშინ ეს მაღაზია ნამდვილად თქვენთვისაა შექმნილი - პროფესიონალი გუნდი “ველო ჰაბისა” დაგეხმარებათ იპოვოთ ზუსტად ის, რასაც ეძებთ. ან იქნებ პიონერი ხართ ამ სფეროში, ერთ-ერთი პირველი, ვინც გაბედა თბილისის ქაოსურ “საგზაო ასპარეზზე” ველოსიპედით ჩართვა და გსურთ “ძველი მეგობარი” შეაკეთოთ, გახადოთ უფრო მოსახერხებელი, გააუმჯობესოთ მონაცემები, ამ შემთხვევაშიც “ველო ჰაბი” თქვენს გვერდით იგულეთ. ისინი თქვენს ველოსიპედს სულ რამდენიმე საათში გამოაცოცხლებენ. ან იქნებ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, და გაინტერესებთ, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი ველოსიპედი, ან როგორ მუშაობს მისი მექანიზმი- როგორც ყველა გზა რომში, ისე ყველა მოთხოვნა ველოსიპედთან დაკავშირებით "ველო სახლთან" მიგიყვანთ.

აქ ნებისმიერი სახის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი კმაყოფილი დარჩება. პროფესიონალი გუნდის წევრები ყოველგვარი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, ან მოგცემთ რჩევებს. რაც ყველაზე მთავარია -დიაგნოსტიკა სრულიად უფასოა ! შეგიძლიათ სამუშაო საათების (11:00-19:00) განმავლობში ნებისმიერ დროს მიიტანოთ თქვენი ველოსიპედი და შეამოწმოთ, ყველაფერი მწყობრში აქვს, თუ არა. აქვე შეგიძლიათ გემრიელი ყავაც დააგემოვნოთ, რომელიც მომხმარებლისთვის ასევე უფასოა. ვფიქრობ გაგიჭირდებათ “ველო სახლზე” უფრო მეგობრული გარემოს ნახვა.

თუმცა, მთავარი მიზეზი, რომელიც “ველო სახლს” განსაკუთრებულს ხდის, არის- ველოსიპედების გაქირავება. იქნებ არ გყავთ ველოსიპედი, არ აპირებთ ახლო მომავალში შეძენას, თუმცა კარგი ამინდები გაცთუნებთ თავი ამ სფეროში გამოსცადოთ, ამ შემთხვევაშიც მინდა გითხრათ, რომ “ველო სახლში” ყველაფერია შესაძლებელი! შეგიძლიათ ნებისმიერი ველოსიპედი გარკვეული დროით იქირაოთ, ისიამოვნოთ და შემდგომ "სახლს" დაუბრუნოთ. თუმცა ეს ყველფერი არ არის, ჩვენს დროში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტურებით მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, რაშიც არაერთი ახალგაზრდაა აქტიურად ჩართული. ამ სფეროს ცალკე განშტოებად შეიძლება განვიხილოთ ველო-ტურები. შეგიძლიათ “ველო სახლში” მიხვიდეთ, დაგეგმოთ ტური და გიდთან ერთად დატკბეთ სხვადასხვა თვალწარმტაცი ხედებით, და ამავე დროს ისიამოვნოთ ველოსიპედით.

ცოტას თავად ველოსიპედებზეც მოგახსენებთ. ამ მაღაზიაში არსებული ველოსიპედები დამზადებულია გერმანიაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ მაღალ ხარისხს. ველოსიპედები თანამედროვე დიზაინისაა, უახლესი მექანიზმებით აღჭურვილი, კომფორტული, მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე. შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფერის ნებისმიერი მოდელი... ეს სრულიად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ასე რომ, თუ გყავთ ან გსურთ გყავდეთ ველოსიპედი, გირჩევდით რომ ერთხელ მაინც ესტუმროთ “ველო სახლს”, რომლიც გაგიღებთ კარიბჭეს სხვა სამყაროში სამოგზაუროდ.

თეგები: #გართობა #ვაჭრობა #მაღაზია

ახლოს მდებარე შეთავაზებები

032 2 18 4****
*****@gmail.com
bikehouse.ge
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Scott Kearin
Scott Kearin

Just arrived and need a bike for the next year -- What kind of bikes do you have for sale, or even rent? General price range for an all-around sort-of hybrid? Thanks...Scott

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

Hi Scott! Unfortunately bike house is closed until 1st of February. They have bikes from 715 GEL. For more details you can contact them on Facebook: https://facebook.com/bikehousegeo/

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ველო ჰაბი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

032 2 18 4****