თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვარულთა საოცნებო ადგილია, რადგან აქ შეგიძლიათ არამხოლოდ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ახალი ველოსიპედი, აგრეთვე შეაკეთოთ, გადააკეთოთ, განაახლოთ, გახადოთ უფრო სწრაფი, ძლიერი, მოსახერხებელი და ლამაზი… ველოსიპედის მოყვარულთათვის ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენაა, აქ ხომ ყველაფრით უზრუნველყოფილნი იქნებით. იქნებ დამწყები ხართ და ეს-ესაა შეაბიჯეთ ველოსიპედების სამყაროში, გსურთ, რომ ყოველმა შემხვედრმა შეამჩნიოს თქვენი აღფრთოვანება ახალი გატაცებით, გინდათ რომ ყველას მოუნდეს თქვენს ადგილას ყოფნა, მაშინ ეს მაღაზია ნამდვილად თქვენთვისაა შექმნილი - პროფესიონალი გუნდი “ველო სახლისა” დაგეხმარებათ იპოვოთ ზუსტად ის, რასაც ეძებთ. ან იქნებ პიონერი ხართ ამ სფეროში, ერთ-ერთი პირველი, ვინც გაბედა თბილისის ქაოსურ “საგზაო ასპარეზზე” ველოსიპედით ჩართვა და გსურთ  “ძველი მეგობარი” შეაკეთოთ, გახადოთ უფრო მოსახერხებელი, გააუმჯობესოთ მონაცემები, ამ შემთხვევაშიც “ველო სახლი” თქვენს გვერდით იგულეთ. ისინი თქვენს ველოსიპედს სულ რამდენიმე საათში გამოაცოცხლებენ. ან იქნებ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, და გაინტერესებთ, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი ველოსიპედი, ან როგორ მუშაობს მისი მექანიზმი- როგორც ყველა გზა რომში, ისე ყველა მოთხოვნა ველოსიპედთან დაკავშირებით "ველო სახლთან" მიგიყვანთ.

bike hous


აქ ნებისმიერი სახის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი კმაყოფილი დარჩება. პროფესიონალი გუნდის წევრები ყოველგვარი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, ან მოგცემთ რჩევებს. რაც ყველაზე მთავარია -დიაგნოსტიკა სრულიად უფასოა ! შეგიძლიათ სამუშაო საათების (11:00-19:00) განმავლობში ნებისმიერ დროს მიიტანოთ თქვენი ველოსიპედი და შეამოწმოთ, ყველაფერი მწყობრში აქვს, თუ არა. აქვე შეგიძლიათ გემრიელი ყავაც დააგემოვნოთ, რომელიც მომხმარებლისთვის ასევე უფასოა. ვფიქრობ გაგიჭირდებათ “ველო სახლზე” უფრო მეგობრული გარემოს ნახვა.

bike house

თუმცა, მთავარი მიზეზი, რომელიც “ველო სახლს” განსაკუთრებულს ხდის, არის- ველოსიპედების გაქირავება. იქნებ არ გყავთ ველოსიპედი, არ აპირებთ ახლო მომავალში შეძენას, თუმცა კარგი ამინდები გაცთუნებთ თავი ამ სფეროში გამოსცადოთ, ამ შემთხვევაშიც მინდა გითხრათ, რომ “ველო სახლში” ყველაფერია შესაძლებელი! შეგიძლიათ ნებისმიერი ველოსიპედი გარკვეული დროით იქირაოთ, ისიამოვნოთ და შემდგომ "სახლს" დაუბრუნოთ. თუმცა ეს ყველფერი არ არის, ჩვენს დროში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტურებით მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, რაშიც არაერთი ახალგაზრდაა აქტიურად ჩართული. ამ სფეროს ცალკე განშტოებად შეიძლება განვიხილოთ ველო-ტურები. შეგიძლიათ “ველო სახლში” მიხვიდეთ, დაგეგმოთ ტური და გიდთან ერთად დატკბეთ სხვადასხვა თვალწარმტაცი ხედებით, და ამავე დროს ისიამოვნოთ ველოსიპედით.

tour

ცოტას თავად ველოსიპედებზეც მოგახსენებთ. ამ მაღაზიაში არსებული ველოსიპედები დამზადებულია გერმანიაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ მაღალ ხარისხს. ველოსიპედები თანამედროვე დიზაინისაა, უახლესი მექანიზმებით აღჭურვილი, კომფორტული, მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე. შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფერის ნებისმიერი მოდელი... ეს სრულიად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

bikes

ასე რომ, თუ გყავთ ან არ გყავთ ველოსიპედი, გირჩევდით რომ ერთხელ მაინც ესტუმროთ “ველო სახლს”, რომლიც გაგიღებთ კარიბჭეს სხვა სამყაროში სამოგზაუროდ. 

friendly staff

მდებარეობს ბახტრიონის 28 ნომერში. ტელეფონის ნომერი : 555 18 43 24