დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ერთ დღიანი ტური ბატეთის ტბა-ძამას ხეობა

1 2 3 8 10 3 4

ერთ დღიანი ტური ბატეთის ტბა-ძამას ხეობის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე და გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში, ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს მოლოდინს.

კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 1 დღიან ტურს ძამას ხეობაში,სადაც მოვილოცავთ მონასტრებს და ბოლოს განვიტვირთებით ბატეთის ტბაზე. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!

ტური იწყება თბილისში, პირველი ობიექტი არის ყინწვისის მონასტერი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს. დახვეწილობითა და მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩულია ყინწვისის მხატვრობა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და ზოგადად შუასაუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის.

ამის შემდეგ ვნახავთ მზოვრეთის მონასტერს, კომპლექსი დღესდღეობით განახლებულია, ტერიტორიაზე 3 მოქმედი ტაძარია, ასევე ფუნქციონირებს ასურელ მამათა სახელზე ნაკურთი მონასტერი, ბიბლიოთეკა და აქ მოღვაწე მამების მიერ გაშენებულია ნამდვილი წალკოტი.

სარკინეთის მამათა მონასტერი შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას წარმოადგენს. ტაძრის გამოკვეთა 2008 წელს დაიწყო, 2011 წელს კი გაიხსნა და იკურთხა. სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა.

ბოლოს გავემართებით ბატეთის ტბისკენ, იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ სიმწვანეში ჩაფლულ ტბას, თანაც მისასვლელადაც საკმაოდ მარტივს.გაზაფხული აქ განსაკუთრებით ლამაზია, მზიან ამინდებში, როცა ტბის გარშემო ტყე მწვანე ფერებით იფარება.

უსაფრთხოება :

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ, არ ვცეკვავთ მოძრავ ტრანსპორტში და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.

რა უნდა გაითვალისწინოთ :

ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა სიარული არ გაგიჭირდეთ..

სირთულე :

ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 6 კმ.

გეგმა:

01

დღის განრიგი:

თბილისიდან გავალთ დილის 7 საათზე, გზაში ერთხელ ვჩერდებით მაღაზიასთან, ამის შემდგომ ვნახავთ ყინწვისის მონასტერს, სარკინეთის და მზოვრეთის მონასტრებს, ამის შემდგომ გავემართებით ბატეთის ტბისკენ, ვიპიკნიკებთ და განვიტვირთებით

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები #კომერციული შეთავაზება
დაწყების თარიღი: 26 ივნისი, 07:00
დაჯავშნილია: 0 / 17
+995 599 318 015
ხანგრძლივობა: 1 დღე
ჯამური მანძილი: 8 კმ
სირთულე: მარტივი
გასათვალისწინებელი პირობები:

არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი

გაუქმების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ დროს, მომსახურების დაწყებამდე. გაუქმების საკომისიო თარიღების მიხედვით იხილეთ ქვემოთ. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ 7 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე, რომლიდანაც შეასრულეთ გადახდა.

0%
2% გაუქმების საკომისიო
2021-06-26 07:00 -მდე

რუკა

Map placeholder

ტურები შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

დასვი კითხვა

შეაფასე ერთ დღიანი ტური ბატეთის ტბა-ძამას ხეობა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

102621113_3050463374997165_62613
ერთ კაცზე
27.00
2,700.00₾ (GEL)

დაჯავშნა

ჯგუფის წევრები
1
გადახდის მეთოდი
2
თანახმა ვარ მივიღო SMS შეტყობინებები Georgian Travel Guide -ისგან

სავალდებულოა მინიმუმ 1 ადგილის დაჯავშნა.

1
Visa Mastercad
Visa Mastercad
  • ახლა იხდი
  • ადგილზე იხდი
  • ძირითადი მომსახურება
  • დამატებითი მომსახურებები ()
  • მომსახურების საკომისიო
  • ჯამური ფასი

თქვენს ნომერზე გამოგზავნილია SMS კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ

კოდის მისაღებად გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ტელეფონი. ტელეფონის ნომრის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ Georgian Travel Guide -ისგან SMS ების მიღებაზე

SMS კოდი წარმატებით გამოიგზავნა

გმადლობთ! თქვენი ჯავშანი მიღებულია

ჯავშნის დეტალები გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე: . შეგიძლიათ იხილოთ ყველა ჯავშანი თქვენს პროფილში.

ჩემი ჯავშნები