ეძებ შესანიშნავ ადგილს განტვირთვისთვის და საპიკნიკოდ?
გსურს სასიამოვნო დროის გატარება ? მაშინ, ეს ტექსტი ბოლომდე უნდა წაიკითხო და შემდეგ შემოგვიერთდე !
კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 1 დღიან ტურს რკონშსა და ქვათახევში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!
ტური იწყება თბილისში, მოგზაურობას ვიწყებთ ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიით, სადაც არის დაკრძალული გიორგი სააკაძის მოწამებრივად დაღუპული ვაჟის - პაატას მოკვეთილი თავი, იგი XIII საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარია. თავად სახელი ერთაწმინდა წმინდა ესტატესთან არის დაკავშირებული, ესტატე წმინდის სახეცვლილ ფორმას წარმოადგენს.
ვაგრძელებთ მოგზაურობას იკვის ტაძარში, რომელიც XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და წმინდა გიორგის სახელობისაა.
რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. რკონის „თამარის ხიდი“ მდინარე თეძამზეა გადებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ნახევარწრიული ხიდი ერთ მთლიანობას წარმოადგენს და 12,5მ სიგრძისაა, სიგანე კი 2,2მ-ა. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა და ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. იგი შემორჩენილია თავდაპირველი სახით. აქ გადიოდა შიდა ქართლის თრიალეთთან დამაკავშირებელი გზა.
ტურს ვასრლებთ ქვათახევის მონასტრით , იგი XII-XIII საუკუნეების ძეგლია, ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულები მფარველობდნენ. თემურ ლენგის ლაშქრობისას, 1386 წელს, მონასტერი დაარბიეს და როდესაც ტაძარს შეფარებულმა მონაზვნება და სოფლის მცხოვრებლებმა ქრისტიანობის უარყოფაზე უარი თქვეს, ისინი ერთად გამოკეტეს და ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. XV საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდმა ქვათახევის მონასტერი აღადგინა. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, აქ დაცული სიწმნიდეები კი მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა და გადამალული განძიც მონასტერს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი (თავად ტაძარიც ღვთისმშობლის სახელობისაა). ასევე მონასტრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.
უსაფრთხოება
:
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ, არ ვცეკვავთ მოძრავ ტრანსპორტში და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ
:
ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..
სირთულე
:
ტური არის მარტივი სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 3 კმ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა