თუ გსურს მოინახულო ქართული სამოთხე- სტეფანწმინდა ,ყაზბეგი-ხევი და გაზაფხულის ულამაზესი არაგვის ხეობა,
მაშინ, ეს ტური შენთვისაა !
კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 1 დღიან ტურს ყაზბეგში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!
ტური იწყება თბილისში, გავემართებით გუდაურის პანორამული გადასახედისკენ, მონუმენტი საინტერესოა თავისი ფორმებით: მონოტონური თაღედი ჰარმონიას ქმნის მთების ფორმებთან, ხოლო ფერადი მოზაიკა, რომელზეც ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა, აბსოლიტურ კონტრასტშია გარემოსთან და ყურადღებას პირველივე ნახვიდან იპყრობს.
შემდეგი და მთავარი სანახაობა არის გერგეტის სამება, იგი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს საქართველოში. გერგეტის სამების ეკლესია თავისი ისტორიითა და მდებარეობით წარმოადგენს საქართველოს სახეს - ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ ქრისტიანულ კუნძულს.
ამის შემდეგ მოვინახულებთ გველეთის ჩანჩქერს, სადაც ფეხით უნდა გავიაროთ სულ 3 კმ.
ტურს ვასრულებთ დარიალის სამონასტრო კომპლექსით, მონასტრის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო პატრიარქის ინიციატივით, 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი აკურთხა.
უსაფრთხოება
:
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული, კომფორტული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
📣 ტურში წამოსვლამდე გაივლით თერმოსკრინინგს
📣 სავალდებულოა პირბადის გამოყენება
📣 უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით.
📣 ტურში წამოსვლამდე ტრანსპორტი მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.
რა უნდა გაითვალისწინოთ
:
ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა გველეთის ჩანჩქერზე ასვლა არ გაგიჭირდეთ..
სირთულე
:
ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 3 კმ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა