დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად

ერთ დღიანი ტური რაჭაშის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: შემოდგომა

ეძებ თავგადასავალს? გინდა საინტერესოდ გაატარო ოქროსფერო შემოდგომა და ამისთვის შესაბამისი ადგილი იპოვო? მაშინ, ეს ტური შენთვისაა !

კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 1 დღიან ტურს რაჭასა და ზემო იმერეთში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!

ტური იწყება თბილისში, მოვინაზულებთ ცხრაჯვარს - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე, იმერეთის მხარეში. არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.

ასევე მოვინახულებთ შაორის წყალსაცავს,რომელიც უდიდესია რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში,ნატიფი ჩუქურთმებით მორთულ ბარაკონისა და ნიკორწმინდის ეკლესიებს, რომელთა სილამაზე დაგამუნჯებთ ! და ბოლოს სიყვარულის ჩანჩქერი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და ლეგენდები საკუთარ თავზე გამოსცადოთ !


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ, არ ვცეკვავთ მოძრავ ტრანსპორტში და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.

რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა ცხრაჯვარზე გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..

სირთულე

ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 10 კმ.


გეგმა:

01

დღეის გეგმა

თბილისიდან ვიწყებთ ტურს დილის 6 საათზე, გზაში ვჩერდებით ორჯერ შესვენებისთვის და სხვადასხვა საჭიროებებისთვის. 12 საათზე შევუდგებით საფეხმავლო ბილიკს ცხრაჯვარისკენ, წინ შეუდარებელი ხედები გველოდება ტყიბულზე .ცხრაჯვარი მდებარეობს ნაქერალას უღელტეხილთან, სადაც გადის ტყიბული - ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე.
შემდეგ გავემართებით შაორის წყალსაცავისკენ და გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს, სიყვითლეშეპარულ ულამაზეს ადგილებში ,
შემდეგი ობიექტია ბარაკონის ტაძარი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
ასევე დღის მიწურულს ვნახავთ ნიკორწმინდას, რომელიც ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
დღის ბოლოს კი სიყვარულის ჩანჩქერის ლეგენდებს და სასწაულებს საკუთარ თავზე გამოვცდით !
ამის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილები ვბრუნდებით თბილისში.

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული მიკროავტობუსით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები
შეთავაზება დასრულებულია
ენა: ქართული
+995595412235
toduamari03@gmail.com
ხანგრძლივობა: 1 დღე
ჯამური მანძილი: 10 კმ
სირთულე: საშუალო
გასათვალისწინებელი პირობები:

🔹 არ ვყრით ნაგავს
🔹 არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
🔹 ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
🔹 არ ვბილწსიტყვაობთ
🔹 აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი
🔹 აუცილებელია კარგი განწყობა ^_^

გაუქმების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ დროს, მომსახურების დაწყებამდე. გაუქმების საკომისიო თარიღების მიხედვით იხილეთ ქვემოთ. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ 7 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე, რომლიდანაც შეასრულეთ გადახდა.

-2%
2 დღით ადრე
2020-10-23 06:00 -მდე
2 დღით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 2%-ს.
-100%
2 დღემდე
2020-10-23 06:00 -მდე
2 დღემდე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 100%-ს.

რუკა

Map placeholder

ტურები რაჭაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

დასვი კითხვა

შეაფასე ერთ დღიანი ტური რაჭაში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

შეთავაზება დასრულებულია

დაჯავშნა

ჯგუფის წევრები
1
გადახდის მეთოდი
2
თანახმა ვარ მივიღო SMS შეტყობინებები Georgian Travel Guide -ისგან

სავალდებულოა მინიმუმ 1 ადგილის დაჯავშნა.

1
Visa Mastercad

თქვენს ნომერზე გამოგზავნილია SMS კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ

კოდის მისაღებად გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ტელეფონი. ტელეფონის ნომრის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ Georgian Travel Guide -ისგან SMS ების მიღებაზე

SMS კოდი წარმატებით გამოიგზავნა

გმადლობთ! თქვენი ჯავშანი მიღებულია

ჯავშნის დეტალები გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე: . შეგიძლიათ იხილოთ ყველა ჯავშანი თქვენს პროფილში.

ჩემი ჯავშნები