დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ერთ დღიანი ტური, რაჭა-ცხრაჯვარი ერთ დღიანი ტური რაჭაში ერთ დღიანი ტური რაჭაში ერთ დღიანი ტური რაჭაში ერთ დღიანი ტური რაჭაში ერთ დღიანი ტური რაჭაში ერთ დღიანი ტური, რაჭა-ცხრაჯვარი ერთ დღიანი ტური, რაჭა-ცხრაჯვარი

ერთ დღიანი ტური, რაჭა-ცხრაჯვარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: შემოდგომა

ეძებ თავგადასავალს? გინდა საინტერესოდ გაატარო შემოდგომის ოქროსფერი დღეები და ამისთვის შესაბამისი ადგილი იპოვო? მაშინ, ეს ტური შენთვისაა !

კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 1 დღიან ტურს რაჭასა და ზემო იმერეთში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!

ტური იწყება თბილისში, მოვინახულებთ ცხრაჯვარს - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე, იმერეთის მხარეში. არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.

ასევე მოვინახულებთ შაორის წყალსაცავს,რომელიც უდიდესია რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში,ნატიფი ჩუქურთმებით მორთულ ბარაკონისა და ნიკორწმინდის ეკლესიებს, რომელთა სილამაზე დაგამუნჯებთ ! და ბოლოს სიყვარულის ჩანჩქერი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და ლეგენდები საკუთარ თავზე გამოსცადოთ !


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ, არ ვცეკვავთ მოძრავ ტრანსპორტში და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.

რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა ცხრაჯვარზე გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..

სირთულე

ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 3 კმ.


გეგმა:

01

დღის გეგმა

თბილისიდან ვიწყებთ ტურს დილის 6:30 საათზე, გზაში ვჩერდებით ორჯერ შესვენებისთვის და სხვადასხვა საჭიროებებისთვის. 12 საათზე შევუდგებით საფეხმავლო ბილიკს ცხრაჯვარისკენ, წინ შეუდარებელი ხედები გველოდება ტყიბულზე .ცხრაჯვარი მდებარეობს ნაქერალას უღელტეხილთან, სადაც გადის ტყიბული - ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე.
შემდეგ გავემართებით შაორის წყალსაცავისკენ და გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს, სიყვითლეშეპარულ ულამაზეს ადგილებში ,
შემდეგი ობიექტია ბარაკონის ტაძარი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
ასევე დღის მიწურულს ვნახავთ ნიკორწმინდას, რომელიც ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.
დღის ბოლოს კი სიყვარულის ჩანჩქერის ლეგენდებს და სასწაულებს საკუთარ თავზე გამოვცდით !
ამის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილები ვბრუნდებით თბილისში.

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები #კომერციული შეთავაზება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 595 412****
*****@gmail.com
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 1 დღე
ჯამური მანძილი: 3 კმ
სირთულე: საშუალო
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა
გასათვალისწინებელი პირობები:

🔹 არ ვყრით ნაგავს
🔹 არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
🔹 ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
🔹 არ ვბილწსიტყვაობთ
🔹 აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი
🔹 აუცილებელია კარგი განწყობა ^_^

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ერთ დღიანი ტური, რაჭა-ცხრაჯვარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 595 412****