გსურთ იხილოთ ყველაზე მშრალი და უწყლო ადგილი მთელ საქართველოში ? მაშინ ვაშლოვანის ტურში გელოდებით !
კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 1 დღიან ტურს ვაშლოვანის ნაკრძალში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!
ტური იწყება თბილისში, მოვინახულებთ არწივის ხეობას , არწივის ხეობის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე , რომელიც შემდეგი ობიექტია ჩვენი სანახავი ობიექტების სიაში .ხორნაბუჯის ციხე მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრზე. ხორნაბუჯის ციხეს, XVIII საუკუნის წყაროებით , ხშირად უწოდებენ „თამარის ციხეს“.ხორნაბუჯზე მისასვლელად ტყეში გამავალ ვიწრო გზაზე უნდა გავიაროთ, რომელიც ზაფხულში ბუნებრივ გვირაბს გავს. ერთ ადგილზე “გვირაბი” მოულოდნელად ფართოვდება და ციცაბო კლდეზე შეზრდილი V საუკუნის ციხე იპყრობს ყურადღებას. ციხე-სიმაგრიდან ხელისგულივით მოსჩანს ალაზნის ველი და აღმოსავლეთ კავკასიონი. ამის შემდეგ გავემართებით ელიას მთისკენ. მთაზე ასვლისას იწყება საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც კირქვიან კლდეზე, 45 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, კირქვითვე ნაშენი წმ. ელია თეზბიტელის ტაძრისკენ მიემართება. ტაძარი სავარაუდოდ VI საუკუნეშია აშენებული, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ის დაუნგრევიათ და 2008 წელს დასრულდა მისი აღდგენა.
ასევე ვნახავთ ქოჩების ტბას,
ამის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილები დავუბრუნდებით დედაქალაქს.
უსაფრთხოება
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ, არ ვცეკვავთ მოძრავ ტრანსპორტში და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ
ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..
სირთულე
ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა