დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

გომისმთა - დენდროლოგიური პარკი

gomis-mta-guria-sunrise gomis-mta-guria-sunset gomis-mta-guria-6 21014030_718749051646210_5676106

გომისმთა - დენდროლოგიური პარკის შესახებ

გსურთ დაუვიწყარი დღეები გაატაროთ და აღმოჩნდეთ ღრუბლების ზემოთ? მაშინ წამოგვყევით და ჩვენ ღრუბლებს ზემოთ დავბანაკდებით კარვებში, ავანთებთ ცეცხლს და მოგიყვებით გასაოცარ ისტორიებს, დილას კი თქვენ ხელის გულზე მთელი კოლხეთის დაბლობი გექნებათ.


მოგზაურთა კლუბი "Around Georgia" გთავაზობთ დაუვიწყარ, 2 დღიან ტურს თბილისიდან "გომისმთა - დენდროლოგიური პარკი-ს" მიმართულებით.

თბილისიდან გამგზავრებისას ვეწვევით წლის ყველაზე პოპულარულ ადგილს - შეკვთილის დენდროლოგიურ პარკს. დავტკბებით ულამაზესი სანახაობით და შემდეგ გავემგზავრებით გომისმთის მიმართულებით. ულამაზესი ბუნება, ბუმბერაზი მწვერვალები, კრისტალურად სუფთა ნაკადულები, ულამაზესი კოლხური ბუნება, ლეგენდები და ბევრი მხიარულება - თქვენი 2 დღიანი მოგზაურობის განუყრელი ნაწილი იქნება. ტურში მონაწილეობა შეუძლიათ 14დან 29 წლამდე ახალგაზრდებს.


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ვიმგზავრებთ გამართული მიკროავტობუსით, ყველა საჭირო რეგულაციების დაცვით. ჩვენი გუნდის წევრებს გავლილი აქვთ პირველადი დახმარების კურსები, და საჭიროების შემთხვევაში შეძლებელ დახმარების გაწევას. გზაში არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელებს და შეხვედრის ადგილას არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში. ვუჯერებთ გიდებს/ორგანიზატორებს, რომ ტურმა უფრო უსაფრთხოდ და მხიარულად ჩაიაროს.18 წლამდე მოზარდებმა, ტურში მონაწილეობის მისაღებად უნდა იქონიონ მშობლის წერილობითი თანხმობა.


რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანისამოსი. გაითვალისწინეთ რომ მივემართებით გურიაში, მთაში, სადაც საღამოობით გრილა, შესაბამისად იქონიეთ თბილი მოსაცმელი. ასევე იქონიეთ პირადი ჰიგიენის ნივთები და პირადი აფთიაქი (საჭიროებისამებრ).


სირთულე

ტურის სირთულე არის მარტივი. ფეხით გასავლელი მანძილი 2 დღის განმავლობაში არის 10 კმ.

გეგმა:

01

დღე 1

დილას 8 საათზე დავიძვრებით თბილისიდან გურიის მიმართლები, გზა გრძელია, ამიტომ რამდენჯერმე გავჩერდებით. 1 დასათვალიერებელი ადგილი დენდროლოგიური პარკი, მონახულების შემდეგ გავაგრძელებთ გზას "სულ ზემოთ და ზემოთ, მაღლა და მაღლა"
დავბინავდებით, გავშლით კარვებს და დავტკბებით მზის ჩასვლით.

02

დღე 2

დილას გადაშლილი კოლხეთის დამბლობის ფონზე მივირთმევთ საუზმეს, ავშლით კემპინგს და გავემართებით ზღვის სანაპიროზე, სადაც დავათვალიერებთ მინიატურულ საქართველოს პარკს, მუსიკალურ პარკს და გავჩერდებით სანაპიროზე საბანაოდ.
ამის შემდეგ დავიძვრებით თბილისის მიმართულებით აღსავსე შთაბეჭდილებებითა და ენერგიით.

ტრანსპორტი:

მიკროავტობუსით

თეგები: #ლაშქრობა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები #კომერციული შეთავაზება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 555 373****
*****@aroundgeorgia.ge
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 750 კმ
სირთულე: მარტივი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+60
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა
ტურში მონაწილეთათვის:

18 წლამდე მონაწილეებმა უნდა იქონიონ მშობლენის თანხმობა ტურში მონაწილეობის მისაღებად.

რა ჩავიცვათ:
მაქსიმალურად თავისუფალი ჩაცმულობა,რათა კომფორტულად გადაადგილდეთ მთაში.
კოჭებ-ფიქსირებული ფეხსაცმელი.

გაეცანით საორგანიზაციო ჯგუფის წესდებას:

ა) ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს
ბ) არ ვანაგვიანებთ გარემოს
გ) არ ვეწევით მარშუტში
დ) არ ვსვამთ ალკოჰოლს ორგანიზატორთან შეუთანხმებლად
ე) არ ვიქსასებით ჯგუფის წევრები
ვ) არ ვბილწსიტყვაობთ
ზ) შეკრების ადგილას არ მოვდივართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ
თ) გამოუვალ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს,შეცვალოს ტურის მიმართულება.

რუკა

Map placeholder

ტურები გურიაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გომისმთა - დენდროლოგიური პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 555 373****