მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი - makhata church

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი — თანამედროვე ქართულ-მართლმადიდებლური კათედრალი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუბანთან, მახათის მთის ფერდობზე.


ისტორია

ტაძარი ნაწილია სამონასტრო კომპლექსისა, რომელიც 2002 წელს დაარსდა. შენება მონასტრის პირველი ეკლესიისა, რომელიც იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობისაა, 2006 წელს დასრულდა. კათედრალის აგებისათვის 2010-ში შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რომლის შემოსავლის წყაროც მოქალაქეთა შემოწირულობებია. მისი მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყო საძირკვლის ჩაყრის ცერემონიით, რომელსაც პატრიარქი ილია II, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტარები და საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე ესწრებოდნენ. ტაძრის კონსტრუქცია 2015 წელს დამთავრდა, პერანგით შემოსვა კი — 2017-ში. 2016-ში დაიგო სამება-მახათის დამაკავშირებელი გზა.

2019 წლის 12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, ტაძარი იკურთხა.

რუკა

კითხვები

Please login to ask a question

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!