დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
DJI_0481 IMG_3668 IMG_3671

ქარელის შესახებ

ქარელი შიდა ქართლის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იწყება. ამის დასტური სოფელ დოღლაურში აღმოჩენილი მრავალფენიანი ისტორიული ძეგლია, სადაც ანტიკური, ადრე რკინის, გვიან ბრინჯაოს და ადრე ბრინჯაოს ხანის ფენებია გამოვლენილი. ქარელი, როგორც განვითარებული საქალაქო ცენტრი, ისტორიულ წყაროებში პირველად XVI-XVII საუკუნეებში იხსენიება. მას მრავალი ისტორიული ფაქტი უკავშირდება, როგორიცაა: რუის-ურბნისის საეკლესიო კრება 1103 წელს, არადეთის ბრძოლა - 1483 წელს და სხვა. დღევანდელი ქარელის უდიდესი ნაწილი ციციშვილების სათავადოში-საციციანოში შედიოდა, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, სამხედრო-პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამედიცინო მოღვაწე, აღმშენებელი და მეცნიერი, ავტორი სამკურნალო წიგნისა - „კარაბადინი“. დღესდღეობით ქარელზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი მაგისტრალი და საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მეჭარხლეობა, მებოსტნეობა-მებაბაღჩეობა, მევენახეობა, მეცხოველეოყა და სხვა. აქ მდებარეობს აგარის შაქრის ქარხანა და სხვა კვების მრეწველობის საწარმოები. რაიონში არის პროფესიული სასწავლებელი, 1 ცენტრალური ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქარელის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ასევე კულტურული ძეგლების სიმრავლით. ულამაზესი ბატეთის ტბა, ამწვანებული ძამის ხეობა და ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა: სამწევრისის ეკლესია, ყინწვისისკომპლექსი, მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი და მრავალი სხვა, უამრავ ტურისტს იზიდავს და გულგრილს არავის ტოვებს.


გეოგრაფია და კლიმატი

ქარელის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქარელი. რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება გორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით - ხაშურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით - ბორჯომის, ჩრდილოეთით - ჯავის, ჩრდილო-დასავლეთით კი – საჩხერისმუნიციპალიტეტი. იგი 1 საქალაქო და 17 ტერიტორიული ერთეულისგან შედგება, ესენია: ქალაქი ქარელი, ურბნისი, რუისი, აგარა, ბებნისი, კეხიჯვარი, ხვედურეთი, ახალსოფელი, მოხისი, დვანი, ზღუდერი, ბრეძა, ფცა, დირბი, ბრეთი, აბისი, ავლევი, გიგანტი. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ძამა და დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთი ფრონეები. აქ გვხვდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ტბები. რაიონის ძირითადი ნაწილი უკავია შიდა ქართლის ვაკეს, სამხრეთი ნაწილი კი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის ვაკე და ბორცვიან მთისწინეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ვაკე ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,2 °C, იანვარში – 1,7 °C, აგვისტოში – 21,5 °C. მთიან ნაწილშიც ზომიერად ნოტიო ჰავაა, თუმცა ზამთარი ცივია, ზაფხული კი - ხანგრძლივად გრილი. დაბალმთიან ზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,7 °C, იანვარში – 3,2 °C, აგვისტოში – 18,6 °C.


რა ვნახოთ

უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქარელის რაიონი მდიდარია როგორც მნიშვნელოვანი ძეგლებით, ასევე ულამაზესი ბუნებით. ხეებში ჩაფლული ულამაზესი ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავია ლაშქრობისა და პიკნიკისთვის, გაზაფხულის სიწვანეში, აჭრელებულ შემოდგომაზე თუ ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად. განსაკუთრებული პოპულარობით ბატეთის ტბა სარგებლობს, რომელიც მდინარე ძამის ხეობაში მდებარეობს. ძამის ხეობა, გარდა ბუნების მშვენიერებისა, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული ძეგლებითაც გვანებივრებს, ამიტომაც ის მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ქარელში შეხვდებით უძველეს ნამოსახლარებს, ისტორიულ ციხე-სიმაგრეებსა და სხვადასხვა პერიოდის ეკლესია-მონასტრებს. მაღალმხატვრული ფრესკებით ცნობილი ყინწვისის მონასტერი, მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი, ძამის ციხე, სამწევრისის ტაძარი, სამწევრისის ციხე, სოლოღაშენის ეკლესია, ეს მცირედია იმ ღირსშესანიშნაობათაგან, რის მონახულებასაც ქარელში მოგზაურობისას შეძლებთ. რაიონში ასევე არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც 1300-ზე მეტი ექსპონატია დაცული. აქ წარმოდგენილია ურბნისის, ბებნისის, ტახტიძირის, დირბისა და დვანის არქეოლოგიური მასალები, რომელთადან უძველესი ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება.


ბუნება

  • ბატეთის ტბა
  • წითელი ქვების ჩანჩქერი
  • აბუხალოს ჩანჩქერი
  • ბებნისის ტბა


კულტურული ძეგლები


ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ



სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქარელი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!