დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში კოტეჯი აბიესი რაჭაში

კოტეჯის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

მდებარეობა:

აბიესი, რაჭაში ამბროლაურის რაიონის ულამაზეს სოფელ სხარტალში მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით 250 კილომეტრში.

როგორ მოვიდეთ:

სოფელ სხარტალში მოსახვედრად გზა ცენტრალური ტრასიდან მეორე ხარისხოვან მოხრეშილ გზაზე უნდა გააგრძელოთ, რომელიც 5 კილომეტრი გრძელდება. გზა გამავალია, როგორც ჯიპებისთვის ისე სედანის ტიპის ავტომობილებისთვის, თუმცა წვიმიანი დღეების დროს გზის რამდენიმე მონაკვეთში დაბალი გამავლობის ავტომობილებს შესაძლოა გაუჭირდეს)

თბილისიდან ჩვენთან მოსახვედრად უკვე ორი ალტერნატიული გზა არსებობს. ახალი გზა, რომელიც საჩხერიდან მგზავრობას გულისხმობს (ამ შემთხვევაში ჯერ გაივლით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს და შემდეგ მოხვდებით ამბროლაურში) და ე.წ ძველი გზით, რომელიც გულისხმობს თერჯოლიდან მგზავრობას (ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ გზად მოინახულოთ ცხრაჯვარი, შაორის წყალსაცავი და ნიკორწმინდა).

სოფელი სხარტალი ზღვის დონიდან 1160 მეტრზე მდებარეობს და გარშემორტყმულია უნიკალური კავკასიური სოჭის ხეებით. აქ თქვენ სრული სიმშვიდე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო დაგხვდებათ.

თბილისიდან- 250 კმ

ამბროლაურიდან-14 კმ

ქუთაისიდან- 80 კმ

ბათუმიდან- 250 კმ

კოტეჯში სტუმართა რაოდენობა:

კოტეჯში მოთავსდება 6 ადამიანი. კოტეჯში გახლავთ 2 საძინებელი ოთახი, მისაღები და სამზარეულო ერთ სივრცეში, აბაზანა და საპირფარეშო.

2 საძინებელ ოთახში თავსდება 4 ადამიანი, 1 ადამიანი მისარებში დივანზე, 1 ადამიანი კი დამატებით გასაშლელ საწოლზე.

კოტეჯს აქვს 2 აივანი, რომელთაც აქვთ ტყის ულამაზესი ხედები

კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით:

გაზქურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, ბუხარი, ჭურჭელი, ტოსტერი, და სხვა სამზარეულო წვრილმანი, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ ჩვენთან დასვენების დროს. თმის მინი საშრობი, თეთრეული, პლედები, შეშა, ცხელი და ცივი წყალი.

ინტერნეტი:

კოტეჯში არ არის ინტერნეტი, ვინაიდან არცერთი კომპანია არ უზრუნველყოფს სოფელში ინტერნეტის მიწოდებას, თუმცა ყველა სატელეფონო ქსელი მუშაობს მაღალი სიხშირით ამიტომ ინტერნეტის მოხმარებაც უპრობლემოდ შეგეძლებათ.

გათბობა:

ბუხარი

აბიესის ეზო და შემოგარენი:

გარდა მყუდრო და კომფორტული კოტეჯისა თქვენს განკარგულებაში იქნება დიდი განათებული ეზო, სადაც განთავსებულია ჰამაკები, სათამაშო მაგიდა სკამებით, სადაც დღის ნებისმიერი მონაკვეთის გატარება სასიამოვნოა.

კოტეჯი ტყის პირას მდებარეობს

კვება:

ამ ეტაპზე აბიესი არ უზრუნველყოფს კვებით მომსახურებას.

მაღაზიები და კვების ობიექტები:

უახლოესი სავაჭრო პუნქტები მდებარეობს სოფელ ხოტევში, ნიკორწმინდასა და ამბროლაურში.

სამედიცინო პუნქტები და აფთიაქები მდებარეობს ამბროლაურის რაიონში.

🕓 Check-in 15:00 (კოტეჯში შესვლა)
🕓 Check-out 12:00 საათზე (კოტეჯის დატოვება)

კოტეჯში ადრე შესვლასა და გვიან გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე უნდა შეგვითანხმდეთ წინასწარ.

კოტეჯის გაქირავების დღიური ღირებულება

  • ერთი ღამის ფასია-325 ლარი
  • გაითვალისწინეთ-ფასი არ იცვლება სტუმართა ნაკლები რაოდენობის შემთხვევაშიც, ქირავდება მთლიანად კოტეჯი და არა სტუმრების რაოდენობის მიხედვით.

დაჯავშნა და ანგარიშსწორება:

➡ჯავშნისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ჩვენს FB გვერდზე

➡ გარანტირებული ჯავშნისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩარიცხოთ ჯავშნის საფასური ჩვენს მიერ გადმოგზავნილ ანგარიშის ნომერზე.

➡ გთხოვთ გაითვალისწინეთ, თანხის გადახდამდე ჯავშანი გარანტირებულად არ ითვლება.

➡ ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, შესაძლებელია გადაცვლა ალტერნატიულ თარიღზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ჩვენი (მო)თხოვნაა:

  • დაიცავით სისუფთავე და არ დააზიანოთ კოტეჯში არსებული ავეჯი და ტექნიკა.
  • გთხოვთ არ მოწიოთ კოტეჯში, ნუ დააგვიანებთ ეზოს სიგარეტის ნამწვავებითა და სხვა პატარა ნარჩენებით, რადგან ბალახიდან მათი გასუფთავება ძალიან რთულია.
  • არ დაანთოთ ცეცხლი ტყესთან ან მის მახლობლად, რათა თავიდან ავიცილოთ ცეცხლის გაჩენის საშიშროება.
  • ეზოში განთავსებულია ნაგვის ურნები, სადაც შეგიძლიათ ჩაყაროთ სიგარეტის ნამწვავები და სხვა ნარჩენი. გთხოვთ კოტეჯის დატოვებისას თქვენი მოგროვებული ნარჩენები გადაყაროთ სანაგვე ურნაში, რომელიც განთავსებულია სოფლის გზაზე.
  • გთხოვთ, საკვები ნარჩენები არ გადაყაროთ, ეზოში დაგვიტოვეთ, მეზობელ ძაღლებს დავაპურებთ

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე.

თეგები: #საცხოვრებელი #კოტეჯი #კომერციული შეთავაზება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კოტეჯი აბიესი რაჭაში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 558 231****