ეძებ დაუვიწყარ თავგადასავალს? გინდა მოინახულო ლეგენდებით სავსე მხარე? საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, ულამაზესი ბუნება, ხელუხლებელი ტყეები და მთები? ასევე თუ გსურს დაესწრო ადგილობრივ დღესასწაულს და გაეცნო ტრადიციებს, მაშინ ეს ტური შენთვისაა!
კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ სამ დღიან ტურს სვანეთში, კვირიკობის დღესასწაულზე. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!
სვანეთში, სოფელ კალაში, კვირიკობა აღინიშნება. დღესასწაული 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს იწყება. კვირიკობას სვანეთში უხსოვარი დროიდან აღნიშნავენ და მას „ლაგურკას“ ეძახიან.
წმინდა კვირიკესა და ივლიტას მიმართ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის ლოცულობენ
სამდღიანი სვანეთის ტური იწყება თბილისში. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მთიანი რეგიონია. სვანი ხალხი დღემდე იცავს ტრადიციებს, უფრთხილდება ბუნებას და სწორედ ამით იზიდავს უამრავ ვიზიტორს, როგორც ქართველს ასევე უცხოელს.
ტურის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ სვანეთის ულამაზე ბუნებას, სვანურ კოშკებს, მესტიას, ულამაზეს ჰაწვალს, ყველაზე ცნობილ ქართულ სოფელს - უშგულს და სხვა მრავალ ზღაპრულ და თვალწარმტაც ადგილს. ეწვევით შხარას მყინვარს და იხილავთ ენგურის სათავეს. კლდის ვეფხვზე - მიხეილ ხერგიანზე უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ და რათქმაუნდა , მის სახლ-მუზეუმსაც ეწვევით.
უგემრიელესი სვანური ტრადიციული საკვების- კუბდარის დაგემოვნებას კი ინდივიდუალურად, მესტიის ულამაზეს კაფეებში შეძლებთ.
უსაფრთხოება:
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ:
ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა სვანეთის მთებში გადაადგილება არ გაგიჭირდეთ..
სირთულე
ტური არის მარტივი სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 7 კმ.
დამატებითი გადასახადი:
- 40 ლარი - უშგულის ჯიპტური
- ჯიპ-ტური შხარაზე-20ლარი
- 16 ლარი- ჰაწვალის საბაგირო
- 15 ლარი- მუზეუმები
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, ფასი თუ შეგიძლიათ მომწეროთ
გამარჯობა! პირველ რიგში მაინტერესებს კიდევ თუ მოქმედებსსს შეთავაზება და შემდეგ მაინტერესებს ღირებულება