ლომისმთის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლომისმთის ბილიკზე  თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყეები, ლომისმთის მწვერვალი, ალპური მდელო და წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.  ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია  დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

რეკომენდებული დრო: 2 დღე
ჯამური მანძილი: 34 კმ
სირთულე: მარტივი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+11

რუკა

კითხვები

Please login to ask a question

დასვი კითხვა
1 შეფასება
5

ჩემი ერთერთი საყვარელი სალაშქრო მარშრუტია! გირჩევთ ლომის მთაზე ახვიდეთ ლიკანიდან ლურჯი ბილიკით და უკან დაბრუნდეთ ყვითელი ბილიკით ქვაბისხევში. რთული ნამდვილად არ არის, თუმცა ამინდმა შეიძლება საკმაოდ გაართულოს ასვლა. უშუალოდ გზა იშვიათად ლამაზია, ერთერთი საუკეთესო, სადაც კი ვყოფილვარ, თუმცა საბოლოო ასვლის წერტილი არ არის შთამბეჭდავი და ცოტათი იმედგაცრუებაცაა, ასეთი ლამაზი ხედების შემდეგ, როგორიც გზიდან იშლება.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლომისმთა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!