
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მოკოლენდის ბილიკი - საფეხმავლო ბილიკი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზედაზენის ტყეში, საგურამოს ქედზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
მოკო ლენდის ბილიკი მოეწყო და გაიხსნა 2018 წლის 22 ივნისს. ბილიკის სიგრძე 4,4 კილომეტრია, რომელიც ზედაზნის ტყეს სოფელ შანქევანთან აკავშირებს. ზღვის დონიდან 1010 მეტრზე, მოეწყო საპიკნიკე და გასართობი სივრცე (ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი) სადაც პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და მათთვის საყვარელი მულტფილმის „მოკოლენდის“ გმირების თემატური პარკი უმასპინძლებს. ბილიკის საწყისი წერტილიდან მოკოლენდის საპიკნიკე და გასართობ მოედნამდე მანძილი 800 მეტრია, სადაც გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თუ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ეწვევით ამ ადგილს შეგიძლიათ მხოლოდ მოკოლენდთან მიხვიდეთ და შემდეგ დაბრუნდეთ უკან, ამ შემთხვევაში ჯამური გასავლელი მანძილი იქნება 1.6 კმ.
თბილისის ეროვნულ პარკში, ლოკომოკოს ბილიკზე მისვლა მსურველებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ბილიკზე მოწყობილია საინფორმაციო დაფები, სადაც განთავსებულია სახალისო, გონიერი და ოჯახური თამაშები.
ტყე-პარკი მოკოლენდი წარმოადგენს ბავშვების ჯანსაღი განვითარების წყაროს.
საწყის წერტილამდე მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით, რადგან გზა არის მოასფალტებული. გზის ბოლო ნაწილი, საგურამოდან ზედაზენის მონასტრისკენ მიმავალი აღმართები არის ქვაფენილიანი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა
მოწყობილი ადგილი ფასიანია?
გამარჯობა, სივრცით სარგებლობა უფასოა.
გამარჯობათ,
მაინტერესებს სად ვიპოვი უფრო დეტალური ინფორმაციას მოკოლენდის შესახებ. საჭიროა თუ არა საპიკნიკე ადგილის რეზერვირება კონკრეტულ ჩვენთვის სასურველ დღეს ? რამდენია თანხა შესვლისთვის საჭირო და რა კონკრეტული ბილიკები არსებობს თავისი სირთულეების დონით, ხანგრძლივობის მიხედვით? ასევე არსებობს თუარა ადგილზე ნაგვის ურნა თუ ნარჩენები ჩვენვე უნდა გავიტანოთ?
დიდი მადლობა წინასწარ პასუხისთვის.
ესმა
სალამი, მოკოლენდს შეგიძლიათ ეწვიოთ ნებისმიერ დროს. თავისუფალი სივრცეა ტყეში მოწყობილი. დაჯავშნა არ ხდება წინასწარ. ნარჩენები უკან უნდა წამოიღოთ.