დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
მოირონინე თუშეთი - 4 დღე რონინთან ერთად მოირონინე თუშეთი - 4 დღე რონინთან ერთად მოირონინე თუშეთი - 4 დღე რონინთან ერთად

4 დღიანი თუშეთის ტურის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 4 დღიან ტურს თუშეთში.

ტურის თარიღი შესაძლოა შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ სეზონის გახსნის თარიღი შეიცვლება

ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...

შეკრების ადგილი და დრო: დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)

შეკრების დრო: 03:45 სთ.

გასვლა: 04:00სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო: გასვლის დროდან 10 წუთი

ტურის ფარგლებში ჩვენ მოვინახულებთ: თუშეთის სამივე ხეობის: ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის ულამაზეს სოფლებს.

ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;

ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;

ყველამ იქონიეთ პირადობის მოწმობა.

მარშუტის სირთულე: საშუალო

ფეხით გასავლელი მანძილი: ჯამში 20 კმ.

ყველამ თან უნდა იქონიოს საკუთარი საძილე ტომარა, საგებელი, კარავი (სასურველია) თუ არ გაქვთ კარავი და არც არავისთან გეგულებათ,მაშინ ჩვენ უზრუნველვყოფთ.

რა ჩავიცვა?!

რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი. 🙂

ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

  • ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
  • ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
  • ნუ დააბინძურებთ გარემოს;
  • დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


გეგმა:

01

დღე 1

პირველ დღეს ვნახავთ : სოფელ შენაქოს და დიკლოს ჩაღმა ხეობაში,გზად ასევე გავჩერდებით ქუეს გადასახედზე სადაც შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება (თუ გაგვიმართლებს). ქუეს გადასახედიდან გამოვალთ მირგველაში და გავემგზავრებით სოფელ დართლოში, დაბინავების შემდეგ ავალთ და დავათვალიერებთ სოფელ კვავლოს.
დაბანაკება: დართლოში.

02

დღე 2

გავემგზავრებით დილას 10 საათისათვის ფარსმისაკენ, შემდეგ გომეწრის ხეობისკენ სადაც ვნახავთ ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელს ბოჭორნას, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2372მ. შემდეგ გადავხედავთ ულამაზეს სოფელ დოჭუს და გავაგრძელებთ გზას ილიურთასკენ, (სადაც მდებარეობს მოქმედი ტაძარი) დავბრუნდებით უკან, ავალთ კესელოებზე (აგებულია XVIII საუკუნეში) ბოლოს დაბანაკება: ომალოში.

03

დღე 3

მესამე დღეს ჩავალთ სოფელ ქუმელაურთაში, საიდანაც დაიწყება საფეხმავლო ტური ორეთის ტბაზე. ორეთის ტბა ზღვის დონიდან 2650 მ მდებარეობს. ორეთიდან ჩანს თითქმის მთელი თუშეთი, საქართველოს ჩრდილო საზღვრის მონაკვეთი-მყინვარებით მოსილი თუშეთის ქედი, მწვერვალი თებულოდან (4492 მ) დიკლოს მთამდე (4285 მ).ს

04

დღე 4

მეოთხე დღეს დილით შევივლით ვიზიტორთა ცენტრში, ვიზიტორთა ცენტრის დათვალიერების შემდეგ გამოვემართებით თორღვას აბანოებისაკენ და სურვილის შემთხვევაში გავგრილდებით კიდეც. გაგრილებულები თბილისისკენ გამოვეშურებით წარუშლელი შთაბეჭდილებებით,გზად მოვილოცავთ ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარს .

ტრანსპორტი:

ტრანსპორტირება ხდება მაღალი გამავლობის მანქანებით, როგორებიცაა JEEP, Mitsubishi Delica 4X4.

თეგები: #4X4 #სათავგადასავლო ტურები #ჯიპ-ტური #კომერციული შეთავაზება
+995 599 157****
*****@yahoo.com
ხანგრძლივობა: 4 დღე
ჯამური მანძილი: 20 კმ
სირთულე: საშუალო
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მოირონინე თუშეთი - 4 დღე რონინთან ერთად

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 599 157****