Oqros cixe, Adigeni

აბასთუმანი - ოქროს ციხე - ზანავის ციხე - ჭულეს მონასტერი - ადიგენი

ჯიპ-ტურილაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, აპრილი, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი

მარშრუტი იწყება მდინარე ოცხესა და კურცხანას შესართავთან. მარშრუტი კვეთს მდინარე ოცხეს ხიდით და შედის მდინარე კურცხანას ხეობაში. ხეობაში მდინარის კალაპოტი ალაგ-ალაგ ემთხვევა სამანქანე გრუნტის გზას, ასე, რომ მოგვიწევს ადგილ-ადგილ მდინარეში გატოპვა. ხეობის სიღრმეში მარშრუტი მარცხნივ უხვევს და სატყეო გზით ადის ალპურ ზონაში. ალპურ ზონაში შეხვდებით საზაფხულო ფერმებს. ყველაზე მარცხენა მხარეს მდებარე ბინის სიახლოვეს არის  წყარო. აქ შეგიძლიათ დაბანაკდეთ. წყაროდან გავემართებით სამხრეთი მიმართულებით, გადავკვეთავთ მინდვრებს, ღელეებს, სამანქანე გზებს და მივუახლოვდებით წიწვოვან ტყეს. შევალთ ტყეში და დავიწყებთ დაშვებას სამხრეთი მიმართულებით. ცოტა ხანში დავდგებით ბილიკზე, რომელიც ჩაგვიყვანს ოქროს ციხესთან. ციხეზე ასვლა შესაძლებელია ჩრდილოეთის მხრიდან. ოქროს ციხის შემდგომ ბილიკი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გრძელდება, თავიდან ბილიკი მიგიყვანთ წყაროსთან ხოლო შემდგომ სამანქანე გრუნტის გზას დაადგებით, რომელიც სოფელ გომაროში მივყავართ.  სოფლიდამ მარშრუტს ზანავიც ციხისკენ ვაგრძელებთ. გავივლით გადავკვეთავთ წიწვოვან ტყეს, გავალთ მინდორში, ავივლით პატარა აღმართს და დავინახავთ ზანავის ციხეს. ციხეზე ასვლა ახლა შეუძლებელია, ვინაიდან ასასვლელი კიბე ჩამომტვრეულია. ციხის სამხრეთით მდებარე გრუნტის გზით შევალთ სოფელ პატარა ზანავში. სოფლითან გზას გავუყვებით დასავლეთით და მივალ ჭულევის მონასტერში. მონასტრიდან უკან დაბრუნებისას პირველ ღელეს კვეთამდე მარჯვნივ შევამჩნევთ ბილიკს. უნდა ავუყვეთ ამ ბილიკს, რომელიც მიგვიყვანს ხელოვნურ არხთან, გავუყვებით მას, გადავკვეთავთ და გავალთ მინდორში, სადაც დავინახავთ შემოღობილ ყანებს. გეზს ავიღებთ სამხრეთი მიმართულებით, ავუვლით გვერდს ამ ყანებს და საბოლოოდ დავდგებით სამანქანო გრუნტის გზაზე, რომელიც ჩაგვიყვანს სოფელ ადიგენში, ხოლო იქიდან კი მოვხდებით ქალაქ ადიგენის ვტოსადგურში.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
28 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
235 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+8
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე აბასთუმანი - ოქროს ციხე - ზანავის ციხე - ჭულეს მონასტერი - ადიგენი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!