გამჭოლი მარშრუტი იწყება ცერიდან (თორღვას აბანოს უღელტეხილი) გაივლის ორწყალის უღელტეხილსა და ტბებს და ჩადის გომეწრის ხეობაში. გომეწრის ხეობაში გაივლის სოფლებს: ვესტმო, ვესტომთა, გოგლურთა, დოჭუ და ბოჭორნა. მარშრუტი მთავრდება ომალოში.

დღე 1 - თბილისი - ცერი (თორღვას აბანოს უღელტეხილი) - ორწყალის ხეობის დიდი ტბა
დღე 2 - ორწყალის დიდი ტბა - ვესტმო - ვესტომთა - გოგლურთა
დღე 3 - გოგლურთა - დოჭუ - ბოჭორნა - ომალო (დოჭუს შემდგომ შესაძლებელია ტრანსპორტით გადაადგილება)


თუშეთში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ 4X4 ავტომობილით, რომლის დაქირავება შეგიძლიათ თბილისში ან 4X4 ტაქსით, რომლის დაქირავება შეგიძლიათ როგორც თბილისში ისე თელავსა და სოფელი ქვემო ალვანის ცენტრში.