მარშრუტი იწყება სოფელ იჯარეთის ცენტრიდან (ზღ. დ. 1300 მ). მარშრუტი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების გრუნტის გზას მიუყვება. გრუნტიანი გზა მიგიყვანთ თრიალას ყველაზე დიდ ტბასთან (ზღ. დ. 1620 მ). ტბიდან გზას ისევ ზემოთ სამხრეთ-დასავლეთით გააგრძელებთ სადაც მეორე ყველაზე პატარა ტბა შეგხვდებათ. მესამე ტბა დასავლეთით მდებარეობს საიდანაც გზა კვლავ დასავლეთისკენ გრძლედება და ჩადიხართ სოფელ ზარზმაში, სადაც დგას ზარზმის მონასტერი (ზღ. დ. 1290 მ).