ზაფხული არის საუკეთესო სეზონი საქართველოს მთებში სამოგზაუროდ. მზე ათბობს ამ ლამაზ ლანდშაფტს და თოვლი იწყებს დნობას. ეს ყველაფერი კი 4000 მეტრის სიმაღლეზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ასვლას შესაძლებელს ხდის. თქვენ ამისათვის მხოლოდ კარავი და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი გჭირდებათ.საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველაზე პოპულარული სალაშქრო ბილიკია ჯუთა - აბუდელაურის ტბები. მარშრუტი იწყება ჯუთაში - ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში. მისი სიმაღლეა ზღვის დონიდან 2200 მეტრი.

თქვენ შეგიძლიათ ჯუთაში ავტოსტოპით მოხვდეთ, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი, რადგან უკანასკნელ 12 კილომეტრზე, სნოდან ჯუთამდე ადგილობრივები ფაქტიურად არ დადიან. აქ მხოლოდ ტაქსის მძღოლებსა და ტურისტულ გიდებს შეხვდებით. ასე რომ, თუ არ გინდათ დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი მოგიწიოთ ან 12 კილომეტრის ფეხით გავლა მოგიხდეთ, უმჯობესია დაიქირაოთ ტაქსი სტეფანწმინდაში (ყაზბეგი).

ჯუთაში არ არსებობს მობილური კავშირი, ამის გამო სჯობს მოახდინოთ რუკების ქეშირება, თუ იყენებთ მობილურ აპლიკაციას ნავიგაციისთვის. გარდა ამისა, უმჯობესია თან იქონიოთ გარე დამტენი თქვენი მობილური ტელეფონებისთვის. წყალზე არ ინერვიულოთ, ამ მარშრუტზე მრავლადაა მდინარეები, რომლის სასმელად გამოყენება უსაფრთხოა, თუ ირგვლივ ცხენები და ძროხები არ იმყოფებიან. რეკომენდებულია საჭმლის შეძენა სტეფანწმინდაში ან თბილისში, ვინაიდან საკვები ძვირია მთებში და არ არის ფართო არჩევანი

მარშრუტის დასაწყისში თქვენ შეგხვდებათ "ზეთა კემპინგი" და "მეხუთე სეზონი". ისინი დამსვენებლებს სთავაზობენ საკარვე ადგილებს, კომფორტულ ოთახებს, რესტორანს ეროვნული კერძებით, ცხენებს და მრავალ სხვა გასართობს. მრავალი ადამიანი მიდის შაბათ-კვირას, რათა დატკბნენ ულამაზესი ხედებით მუსიკის ჰანგების ფონზე.


მეხუთე სეზონი

"ზეთა კემპინგის" შემდეგ, ბილიკი მდინარის მარცხენა მხარეს ჭაუხის მთისაკენ მიუყვება. 4 კილომეტრის შემდეგ, ბილიკი უხვევს მარცხნივ და აქ იხილავთ საკარვე ადგილს. ეს ადგილი ალპინისტების ბანაკია. ამ ადგილას დაბანაკება კარგი აზრი არ არის, თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ ორი დღე ამ მოგზაურობისთვის. მაგრამ თუ ბევრი დრო გაქვთ, შეგიძლიათ დაბანაკდეთ და დატკბეთ ჭაუხების უმშვენიერესი ხედებით. ხოლო თუ განაგრძობთ მარშუტს, შემდეგი საბანაკე ადგილი არის 3 კილომეტრის შემდეგ, ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე. თუ ამ ადგილს შებინდებულზე ან დაღლილ მდგომარეობაში მიაღწევთ, უმჯობესია ღამე აქ გაატაროთ, რადგან ასეთი კარგი ადგილი ბანაკისთვის აბუდელაურის ტბებამდე აღარ შეგხვდებათ, იქ მისასვლელად კი საკმაოდ რთული გზის გავლა მოგიწევთ.

უღელტეხილზე ასასვლელად თქვენ დაგჭირდებათ დაახლეობით ორი საათი. შეეცადეთ, ახვიდეთ მაშინ, როცა არ იქნება ნისლი და ღრუბელი რათა იხილოთ ულამაზესი ხედები. თქვენ თვალწინ გადაიშლება ხევსურეთის ხეობის მშვენიერება. უკან კი დაინახავთ საქართველოს დედოფალს (მყინვარს) და მწვერვალ შინოს.


ჭაუხის უღელტეხილი

უღელტეხილის შემდეგ, თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი. დაეშვათ ციცაბო ბილიკზე მარჯვნივ პირდაპირ თეთრ ტბასთან, ან გამოიტენოთ უფრო მარტივი ბილიკი, რომელსაც ნაკლები დახრა აქვს და ქედს მიუყვება ლურჯი ტბისაკენ. ლურჯი ტბა იდეალური ადგილია კარვის გასაშლელად, რადგან აქვე არის სასმელი წყალი მდინარეების სახით, რომლებიც მწვანე ტბაში ჩაედინებიან. მწვანე ტბა ლურჯ ტბასთან არის ძალიან ახლოს, ასე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ. თეთრი ტბა ამ ორ ტბას 1 კილომეტრით დაშორებულია და იქ მისვლას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება. გზა დედამიწის სიღრმიდან ამოტყორცნილ, უფორმო ქვებზე გადის, რაც სწრაფად სიარულს ართულებს.

აბუდელაურის ფერადი ტბებიდან 7 კილომეტრში მდებარეობს პატარა სოფელი - როშკა. იქ მისასვლელად საჭიროა მაქსიმუმ 2 საათი. აქედან თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტოსტოპით დაბრუნდეთ სახლში. ასევე შეგიძლიათ განაგრძოთ გზა ჟინვალი-შატილის გზამდე, როშკადან მხოლოდ 5 კილომეტრის მოშორებით და აქედან გაცილებით უკეთესი შანსი გაქვთ.

ამ მარშრუტის გავლა შესაძლებელია ივნისიდან ოქტომბრამდე. თუ თოვლზე სიარული დისკომფორტს გიქმნით, უმჯობესია აგვისტოში წასვლა. ბილიკი საკმაოდ კარგია, რადგან მასზე ყოველდღიურად მრავალი ადამიანი დაიარება. ამ მარშრუტისთვის რეკომენდებული აღჭურვილობაა: წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო გაზის ბალონი წყლის ასადუღებლად, რადგან შეშა ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ზემოთ არ მოიპოვება.

თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი ასევე ძალიან სასარგებლოა, რადგან რთულია გამოიცნო მთის ამინდი.

დეტალური მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე. თუ გჭირდებათ დამატებითი დახმარება ან უბრალოდ გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, დატოვეთ კომენტარი.