მარშრუტი იწყება ჯუთიდან საიდანაც ბილიკი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. 6 კილომეტრის შემდეგ, სადაც ორი ხეობა ერთმანეთს ერწყმის გეზი უნდა აიღოთ ჩრდილოეთისაკენ და შეუყვეთ ხეობის დასავლეთ ფერდობს. ბილიკი კარგად ეტყობა და სიარული გაგიადვილდებათ. უნდა გადალახოთ თქვენ პირდაპირ მყოფი უღელტეხილი. მარცხნიავ არ გადაუხვიოთ თორემ რუსეთის ტერიტორიაზე ამოყოფთ თავს. უღელტეხილი გადავლის შემდეგ ხეობას უნდა ჩაუყვეთ. პირველ სოფელი რომელიც მარცხენა ხეობაში შეგხვდებათ არის ჭიმხა, შემდეგ სოფელი ახიელი და ამღა. სოფელი ამღის შემდგომ მარცხენა მხრიდან ხეობას უერთდება კალოთანას წყლის ხეობა, ხოლო შემდეგი ხეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა აუყვეთ (თუ ჩრდილოეთისკენ გააგრძელებთ სიარულს რუსეთში ამოყოფთ თავს), არის ტანიესწყალის ხეობა. ხეობა ნელ-ნელა კრეფს სიმაღლეს. ხეობის ზედა ნაწილში შეგხვდებათ ტანიეს ტბა. ტბიდან ადიხარ უღელტეხილზე საიდანაც სვლას სამხრეთ-აღმოსავლეთით ქედის გასწვრირვ გააგრძელებთ. ქედი მიგიყვანთ დათიჯვრის უღელტეხილთან სადაც მარშრუტი მთავრდება,