IMG_0264

ჯუთა - ხდეს ხეობა - დარიალი

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

მარშრუტი იწყება ჯუთაში და ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარე უღელტეხილით გადადის ხდეს ხეობაში და სრულდება დარიალის ხეობის მონასტერში. მარშრუტი ახლოს მდებარეობს რუსეთის საზღვართან და ამიტომ აუცილებელია საშვების აღება სასაზღვრო პოლიციაში. საშვების აღება შესაძლებელია ადგილზეც სასაზღვრო პუნქტებთან, ამისათვის აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გეგმა:

01

დღე 1

მარშრუტი იწყება ჯუთადან, საიდანაც ბილიკი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. 3.5 კილომეტრის გავლის შემდეგ, უნდა აუყვეთ ჩრდილოეთ ხეობას. ხეობის ბოლოში უნდა მოუხვიოთ მარცხენა მხარეს და აუყვეთ ბილიკს უღელტეხილისკენ. უღელტეხილის გადავლის შემდგომ ბილიკი მიუყვება ხეობას და ჩადის ხდეს ხეობაში. ხეობას მარცხენა მხრიდან დაყჰურებენ ყუროს და შინოს მწვერვალები. უღელტეხილი საკმაოდ რთულია, სიარული გიწევთ ნაშალ ქვებზე. ბილიკი კარგად არ ეტყობა ყველგან და საჭიროა ყურადღება. უღელტეხილზე შესაძლოა შეგხვდეთ თოვლი, რადგან ეს ადგილი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, 3500 მეტრზე მდებარეობს. უღელტეხილიდან დაშვების შემდეგ ბილიკი მიუყვება მდინარის მარჯვენა ნაპირს და მალევე შეხვდებით საბანაკე ადგილს - უზარმაზარ მინდორს მდინარის პირას.

02

დღე 2

მეორე დღე მარტივია. უნდა იაროთ სულ დაღმართში, თუმცა მანძილი საკმაოდ დიდია. თავიდან ბილიკი მიუყვება ხეობას, შემდეგ ნახავთ ულამაზეს ჩანჩქერს. ჩანჩქერის შემდეგ ბილიკი მალევე უერთდება მდინარის კალაპოტს, რადგან ამ მონაკვეთში მდინარე გაშლილია. რამდენიმე კილომეტრში ბილიკი ადის მარჯვნივ მთაზე და გაივლის სასაზღვრო პუნქტს, შემდეგ კი ეშვება ისევ ქვემოთ და სრულდება დარიალის ხეობის მონასტერთან. ხეობის ამ ნაწილში ხშირად იცის ძლიერი ნისლი და გზის გაკვლევა ძალიან რთულია. ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ GPS მოწყობილობა, რათა არ ასცდეთ ბილიკს და არ დაიკარგოთ.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
30 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ

გეგმა

დღე 1

დღე 2

კითხვები და პასუხები

Bohumír Bušo
Bohumír Bušo

Hi, could you please provide more information about the trek? When did you do this trek? Was it difficult to ascent to/descent from the pass? Any other helpful information? Thanks a lot. Bohumir

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჯუთა - ხდეს ხეობა - დარიალი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!