DJI_0043

ქედის კვალდაკვალ: ბილიკი ხევსურეთიდან თუშეთში

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

მარშრუტი იწყება დათვიჯვრის უღელტეხილიდან, მიუყვება უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედს. ბორბალოს უღელტეხილით გადადის წოვათუშეთში და მთავრდება გომეწრის ხეობის სოფელ კოკლათაში. ბილიკი მთელ მარშრუტზე განსაკუთრებულ პანორამულ ხედებს სთავაზობს მოგზაურებს კავკასიონსა და ფშავზე. მარშუტი გადის ალაზნის სათავესთან და გაივლის შავწყალას ხეობას. 

გეგმა:

01

დღე 1: დათვიჯვარი - საბანაკე ბორბალო

საფეხმავლო მარშრუტი იწყება დათვიჯვრის უღელტეხილიდან და მიუყვება მიღმახევისა და უკანაფშავის გამყოფ ქედს. სასიარულო არ არის რთული, თუმცა გარკვეული მონაკვეთები მოგზაურისგან მოითხოვ სიფრთხილესა და მაღალ კონცენტრაციას. უღელტეხილიდან საბანაკემდე წყალი არ შეგხვდებათ ამიტომ თქვენთვის საკმარისი ოდენობა თან იქონიეთ. საბანაკესთნა წყალი მოიპოვება.

02

დღე 2: საბანაკე ანდაქი - ბორბალოს უღელტეხილი - წოვათუშეთი

მეორე დღე შედარებით მარტივია დილიდან გიწევთ სიმაღლის აკრეფა და მიდიხარ ბორბალოს უღელტეხილთან. უხელტეხილიდან მცირე აღმართის ავლის მერე დარჩენილი გზა ძირითადად დაბლა ეშვებით. დღის ბოლოს მიდიხართ საბანაკე შავწყალასთან. წყალს მხოლოდ შავწყალას ხეობაში დაშვებისას შეხვდებით ამიტომ საკმარისი რაოდენობის წყალი თან იქონიეთ.

03

დღე 3: საბანაკე შავწყალა - სოფელი კოკლათა

საბანაკედან კოკლათამდე გზა წინა დღეებთან შედარებით მარტივია და მოგზაურისგან ზედმეტ დატვირთვას არ მოითხოვს. გზაზე არაერთხელ შეგხვდებათ სასმელი წყალი.

04

დღე 4: კოკლათა - ცივილიზაცია

კოკლათადან ცივილიზაციაში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ 4X4 მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. ცივილიზაციისკენ ტრანსპორტით მგზავრობისას თქვენ გაივლი გომეწრის ხეობასა და ჩაღმათუშეთს.

ხანგრძლივობა
4 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
50 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
130 კმ
აღჭურვილობა
კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო გაზი, სალაშქრო ჯოხები

გეგმა

დღე 1: დათვიჯვარი - საბანაკე ბორბალო

დღე 2: საბანაკე ანდაქი - ბორბალოს უღელტეხილი - წოვათუშეთი

დღე 3: საბანაკე შავწყალა - სოფელი კოკლათა

დღე 4: კოკლათა - ცივილიზაცია

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!