მარშრუტი იწყება კურორტი ლაშიჭალადან და ჩრდილო -აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება მდინარე ლაჯანურის მარცხენა ფერდს. გზად ბილიკი კვეთს მდინარის შენაკადებს, შედის მდინარე ტარიგონის ხეობაში, კვეთს მას და ადის მდინარე ზიეთის მარცხენა ფერდზე, რომელიც მიემართება ჯვრის უღელტეხილისკენ. მდინარე ზიეთისა და მისი მარჯვენა უსახელო შენაკადის შეერთების ადგილზე, ბილიკი გადადის მდინარე ზიეთის მარჯვენა ნაპირზე, საკმაოდ დახრილი და დამღლელი აღმართით ადის ჯვრის უღელტეხილზე. აქვე არის ადგილი ღამის თევისთვის.


უღელტეხილიდან ბილიკი ეშვება დაღმა და კურორტი მუაშის გავლით ჩადის სოფელ სასაშში.


მარშრუტი გასავლელად არის იოლი. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მდინარეზე, რომელზეც უწევს გადასვლა ვიზიტორს, არ არის ხიდი, ზაფხულში მდინარეზე გადასვლა იოლია.