მარშრუტი იწყება კურორტი შოვის ჩრდილო აღმოსავლეთით და მდ. ბუბის წყლის ხეობით მიემართება ბუბას მთისკენ. 650 მეტრის შემდეგ მარშრუტი შედის მდ. ბუბის წყლის მარჯვენა შენაკადის ხეობაში და მკვეთრი აღმართით გადის გახსნილ ფერდზე. მარშრუტი მთელს სიგრძეზე ხასიათდება ლამაზი ბუნებითა და ხედებით. აღსანიშნავია, რომ მინერალური(მჟავე) წყლები დიდი რაოდენობით გვხვდება ბუბის წყლის შეერთების მიდამოებში. მარშრუტი არის იოლი სასიარულო, ვიზუალურად საინტერესო. არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას. გამყოლისა და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე არ შეეცადონ მყინვარის დალაშქვრა. მარშრუტი მთავრდება ბუბას მყინვარის ენასთან