კინჩხის ჩანჩქერი მდებარეობს, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელი კინჩხის მიდამოებში ზღვის დონიდან 843 მეტრის სიმაღლეზე. ჩანჩქერები მდინარე საწისქვილოს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ყველაზე დიდი ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდეა ხოლო მეორე ჩანჩქერი - 25 მ-ი. ჩანჩქერის მდინარე საწისქვილოს  შეერთების მერე წარმოიქმნება კიდე ერთი ჩანჩქერი, რომელიც სიმათლით 35მ-ია. დიდი ჩანჩქერიდან დაახლოებით 2 კმ ზემოთ კანიოში არის ლომინას ტბა/ჩანჩქერი. ჩანჩქერი სიმაღლით არ გამოირჩევა თუმცა იგი ტბაზე ეცემა და განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. წყალი ცივია თუმცა ცხელ ზაფხულში გასაგრილებლად საუკეთესოა.

მწერები ტბასთან არ შეგაწუხებენ თუმცა თუ დარჩენას აპირებთ სჯობს კოღოს საწინააღმდეგო საშუალებებით მომზადებული დახვდეთ. 

ოკაცეს კანიონი საფეხმავლო  ბილიკი იწყება სოფელი გორდის ვიზიტორთა ცენტრიდან. ვიზიტორთა ცენტრში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი მიემართება კანიონის შესასვლელამდე. გასავლელია 2.2 კილომეტრი. თავად კანიონში წრიულად ჯამში გასავლელია 2 კილომეტრი. კანიონის დასაწყისამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილებითაც. ადგილე შესაბამისი ტაქსის პოვნა ძალიან მარტივია. 



ტრანსპორტის განრიგი: 

ქუთაისი-კინჩხა:

  • გასვლის დრო -16:00, დგება MCDonald-ის უკან. ცოტა ხნით ჩერდება ხონში, მეორე საშუალო სკოლის წინ. ქუთაისი -კინჩხა 5 ლარი, ხონი - კინჩხა 3 ლარი.


კინჩხა-
ქუთაისი:

  • 07:30 სთ-ზე გამოდის, ყოველდღე. ფასი 5 ლარი.


ხონი-
კინჩხა:

  • გასვლის დრო- 11:00 სთ. , ყოველდღე დადის. დგება ხონის სადგურში. ფასი 3 ლარი;
  • გასვლის დრო13:30-ზე  ოთხშაბათი-კვირაა (ბაზრობის დღეები) დგება ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეგალფის ბენზინგასამართ სადგურთან


კინჩხა-
ხონი:

  • გამოსვლის დრო- 16:30, დგება "ოკაცეში", კინჩხის ცენტრშისკოლასთან.  ფასი 3 ლარი, ყოველდღეა;
  • გასვლის დრო07:00 სთ-ზე, ოთხშაბათი-კვირაა (ბაზრობის დღეები) ფასი 3 ლარი.