ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრიდან სატრანსპორტო საშუალებით გადავდივართ სოფ. მაწიმში (ლაგოდეხიდან სოფ. მაწიმამდე - 7კმ-ია, რაც იფარება 5წთ-ში.).

ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებილი საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ,,ბნელი ხეობის” მიმართულებით. გზად გვხვდება ჯაგრცხილის კორომი, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილი ხავსები, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. რეალურად ქცეულ ზღაპარში მოხვედრილი გავდივართ წიფლნარის შერეულ კორომს და ვკვეთ მდ. ,,ბნელ ხევს” საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით, რომელსაც მივყავართ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე-სიმაგრესთან.

ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს თვალსაჩინო ციხე-სიმაგრე გარს შემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი კარის ეკლესიით,  მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით მნახველის თვალწინ აცოცხლებს უკვე დავიწყებული შორეული წარსულის სურათებს.