IMG_0440

მწვერვალი დიდი აბული და აბულ-სამსარის ქედი

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

დიდი აბული სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ულამაზეის ადგილია, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება მთელ ჯავახეთზე. 


მარშრუტი იწყება სოფელი ვლადიმიროვკადან. სოფლიდან დიდი აბულის მისადგომებამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ 4x4 SUV ანუფრო მაღალი გამავლობის ავტომობილით. გზად გაივლით ვრცელ მინდორს, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ივნისის დასაწყისშია. ყვითელი ყვავილები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

თუ მოახერხეთ და ავტომობილით მთის ძირამდე მიხვედით, მაშინ მხოლოდ 2 საათის ფეხით სავალი გზა გექნებათ დარჩენილი მწვერვალამდე. გაითვალისწინეთ, რომ წყალი ძნელი მოსაპოვებელია და საკმარისი მარაგი თან იქონიეთ. ადუღების შემთხვევაში შესაძლებელია ტბის წყლის გამოყენებაც.

ბილიკი თავიდანვე სწორად იპოვეთ და შეეცადეთ ბოლომდე არ დაკარგოთ, რაც აღმართზე სიარულს საკმაოდ გაგიადვილებთ. მწვერვალზე ასულებმა შვებით ამოისუნთქეთ და თვალი მოავლეთ არემარეს. არ ელოდით? ხედი დიდი აბულიდან განსაკუთრებულია. თქვენ წინ გადაიშლება აბულ-სამსარის ქედის წარმტაცი ხედები, ასევე ტაბაწყური და სხვა შედარებით მომცრო, თუმცა ულამაზესი ტბები ჯავახეთის ზეგანზე. უკვდავყავით მომენტი გონებაში და „შვილიშვილებისთვისაც“ გადაიღეთ ფოტოები.

გზად კიდევ ბევრი ლამაზი ადგილი გელოდებათ. მწვერვალის შემდეგ გზა შედარებით მარტივია. თქვენ უნდა გაიაროთ პატარა ტბებთან და მიხვიდეთ ლევანის ტბასთან, რომელიც აბულ-სამსარის ქედზე არსებულ ტბებს შორის ყველაზე დიდია.  ლევანის ტბასთან, ისევე როგორც მთელ ქედზე მრავლად შეხვდებით ცხვრის ფარებს. უფრთხილდით ფარის მცველ ქართულ ნაგაზებს, რომლებიც სტუმართმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩევიან. ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიოთ ჯოხი, საჭიროების შემთხვევაში მათ მოსაგერიებლად.

გეგმა:

01

დღე 1

.

02

დღე 2

.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
44 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
150 კმ

გეგმა

დღე 1

დღე 2

კითხვები და პასუხები

ნამდვილად ულამაზესი სანახაობა იყო, გუშინწინ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, სასწაული იყო მიუხედავად დიდი თავგადასავლებისა, წასვლამდე ეს წერილი ვნახეთ და ესე წავედით, სოფელ ვლადიმიროვკადან მანქანა ავიდა მეცხვარეების პირველ სადგოამადე მერე ფეხით შევუდეგით გზას, საკმაოდ რთულს, მაგრამ ნამდვილად ღირდა, აი იმ ქვებმა და აღმართებმა კი ძალიან დაგვღალა, სულ ჯამში 30 კმ. ვიარეთ ფეხით მაგრამ ხედმა ყველაფერი დამავიწყა :) უკამ დაბრუნებისას აზერი მეცხვარე გამოგველაპარაკა და გვკითხა რა ხდება იქ რატო ადიხართ გუშინაც ხალხი იყო და რამე სალოცავი გაქვთო? :) უკან წამოსვლისას მანქნამდე ცოტაღა გვეკლდა რო დაიძრა ნაგაზების 15 კაციანი რაზმი როოგრ გადავრჩით და ჩავხტით მანქნანაში არ მახსოვს, უფრო დათვებს გავდნენ :) ძეხვები ვაჭამეთ და ცოტა გვაცადეს რულთან გადმოსვლა. დილით გა... დეტალურად

ნამდვილად ულამაზესი სანახაობა იყო, გუშინწინ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, სასწაული იყო მიუხედავად დიდი თავგადასავლებისა, წასვლამდე ეს წერილი ვნახეთ და ესე წავედით, სოფელ ვლადიმიროვკადან მანქანა ავიდა მეცხვარეების პირველ სადგოამადე მერე ფეხით შევუდეგით გზას, საკმაოდ რთულს, მაგრამ ნამდვილად ღირდა, აი იმ ქვებმა და აღმართებმა კი ძალიან დაგვღალა, სულ ჯამში 30 კმ. ვიარეთ ფეხით მაგრამ ხედმა ყველაფერი დამავიწყა :) უკამ დაბრუნებისას აზერი მეცხვარე გამოგველაპარაკა და გვკითხა რა ხდება იქ რატო ადიხართ გუშინაც ხალხი იყო და რამე სალოცავი გაქვთო? :) უკან წამოსვლისას მანქნამდე ცოტაღა გვეკლდა რო დაიძრა ნაგაზების 15 კაციანი რაზმი როოგრ გადავრჩით და ჩავხტით მანქნანაში არ მახსოვს, უფრო დათვებს გავდნენ :) ძეხვები ვაჭამეთ და ცოტა გვაცადეს რულთან გადმოსვლა. დილით გავედით 6 საათზე მცხეთიდან 12 ზე ვიყავით უკვე მეცხვარეების სადგომებთან და დავიწყეთ ასვლა და 4 ის ნახევარზე ავედით, თუმცა ალბათ ჯობია ვინც წახვალთ ღამე დაბანაკდეთ და დილით დაიწყოთ ასვლა, ლევანის ტბასაც მოასწრებთ, ჩვენ ვერ მოვასწარით რადგან უკვე ღამდებოდა, უკან ჩამოსვლაც გვინდოდა,ყველაზე ბოლო იყო გამოვაღწიეთ ძაღლებს მოვდივართ უკან და საბურავი გასკდა, ქვა ყოფილა რომელიც არ ჩანდა ბალახში :( ძლივს ჩამოვაღწიეთ სოფლამდე გახეთქილი საბურავით და იქ უკვე ერთი კარგი სომეხი ბიჭი დაგვეხმარა და გამოვედით სამშვიდობოს. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ჯიპით მიდიოდა აბულისკენ მანქნა რომელიც გაჩერდა და დახმარება შემოგვთავაზა, არ ვივი ვინაა მაგრამ დიდი მადლობა,ქართველი იყო მაგრამ მაინც აღსაღნიში ფაქტია. <3 ბოლოს ერთი მინდა გკითხოთ ჩვენ ავედით ვლადიმიროვკიდან და მეცხvარემ გვითხრა სოფელი აბულიდან რომ ამოსილიყავით უფრო ახლოსააო და მალე მოხვიდოდითო და თქვენი როგორ ფიქრობთ რომელი ჯობია?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

ძალიან მიხარია თუ ჩვენი საიტი დაგეხმარათ ამ მოგზაურობაში. აბულ-სამსარის ქედზე ბევრი ძალიან ლამაზი ადგილია და ვფიქრობ არაერთხელ ესტუმრებით მომავალში. ლევანის ტბის ზემოთ ორი ძალიან ლამაზი ტბაა. ლევანის ტბისა და ამ ორი ტბის მარშრუტიც დევს საიტზე (სურათები + რუკა).



სოფელი აბულიდან დიდი აბულისკენ მიმავალი გზა გაცილებით უარესია ვლადიმიროვკიდან მიმავალ გზასთან შედარებით. ამასთან ერთად სოფელ აბულში მოსახვედრად ჯერ ახალქალაქში უნდა ჩახვიდეთ და იქიდან დამატებით კიდევ 40 წუთი უნდა იაროთ გრუნტიან გზაზე, შესაბამისად ვამჯობინეთ შედარებით უკეთესი და უსაფრთხო გზის დატანა. ცენტრალური გზიდან ვლადიმიროვკამდე გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.



ძაღლებს რაც შეეხებათ მომავალში თუ ავტომობილი ასე ახლოს არ გეყოლებათ შეეცადეთ ფერმებთა
... დეტალურად

ძალიან მიხარია თუ ჩვენი საიტი დაგეხმარათ ამ მოგზაურობაში. აბულ-სამსარის ქედზე ბევრი ძალიან ლამაზი ადგილია და ვფიქრობ არაერთხელ ესტუმრებით მომავალში. ლევანის ტბის ზემოთ ორი ძალიან ლამაზი ტბაა. ლევანის ტბისა და ამ ორი ტბის მარშრუტიც დევს საიტზე (სურათები + რუკა).



სოფელი აბულიდან დიდი აბულისკენ მიმავალი გზა გაცილებით უარესია ვლადიმიროვკიდან მიმავალ გზასთან შედარებით. ამასთან ერთად სოფელ აბულში მოსახვედრად ჯერ ახალქალაქში უნდა ჩახვიდეთ და იქიდან დამატებით კიდევ 40 წუთი უნდა იაროთ გრუნტიან გზაზე, შესაბამისად ვამჯობინეთ შედარებით უკეთესი და უსაფრთხო გზის დატანა. ცენტრალური გზიდან ვლადიმიროვკამდე გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.



ძაღლებს რაც შეეხებათ მომავალში თუ ავტომობილი ასე ახლოს არ გეყოლებათ შეეცადეთ ფერმებთან ახლოს არ გაიაროთ და თუ ძაღლები მაინც წამოვიდნენ თქვენსკენ არ გაიქცეთ, ერთ ადგილზე გაჩერდით და ხელში რამე მოიმარჯვეთ, ყოველი შემთხვევისთვის. როგორც წესი ძაღლი მოგიახლოვდებათ ისტერიკული ყეფით და გარკვეულ დისტანციაზე გაჩერდება. მერე ნელ-ნელა გააგრძელეთ გზა ამავდროულად ძაღლებს თვალი ადევნეთ. ჩვენ ასე ვიქცევით და ჯერ-ჯერობით არ დავუკბენივართ არცერთ ძაღლს.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!