მწყემსების ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, მწყემსების ქოხები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები

ბილიკი აკავშირბს #1 და #2 მარშრუტებს ერთმანეთს და საჭიროა ორი ღამისთევა ლომისმთისა და ამარათის თავშესაფარში. ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში 2 კმ. ვაკეზე ლაშქრობის შემდეგ თქვენ შეხვდებით ეროვნული პარკის რუკას, საიდანაც დაკლაკნილი  ბილიკი მიუყვება მთის ფერდობს,  აღმართი დაახლოებით 3 საათს გრძელდება, შემდეგ გადის პანორამულ ხედებთან და დღის მეორე ნახევარი შედარებით იოლია,  პირველი  ღამისთევა შესაძლებელია ლომის მთის ტუსრისტულ თავშესაფარში (1800 მ. ზღვის დონიდან) ან მის შემოგარენში მდებარე საკარვე ადგილზე.

მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივი და რთულია, გზად თქვენ შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს, სადაც ისინი ზაფხულობით შიანურ პირუტყვს ინახავენ. მეორე დღეს ლაშქრობის დასაწყისი და დასასრული აღმართებია დანარჩენ ნაწილზე ძირითადად ვაკე, ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ ლაშქრობა შედარებით იოლია და ეშვებით აწყურის რეინჯერთა თავშესაფრამდე.

ბილიკის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი. 15 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.

დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - ამარათის ტურისტული თავშესაფარი. 20 კმ. საშუალოდ 7-8 საათი.

დღე 3: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 16 კმ. საშუალოდ 5-6 საათი. 


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80
ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: ნინო ავეტისიანი ტელ: 577 64 04 44
ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com 

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ხარაგაულში: გიორგი მუხურაძე ტელ: 577 10 18 94

ელ.ფოსტა: gio.mukhuradze@gmail.com