ნაკვალევის ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ პანორამული ხედები, ხედი ქვაბისხევის კანიონზე, წმინდა მარიამის ეკლესია ქვაბისხევში.

მოგზაურობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობიდან და გრძელდება ლიკანში დაცვის საგუშაგო პოსტამდე. სადაც ვიზიტორებს ხვდებათ საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ხის უიშვიათესი სახეობა უთხოვარი, (Táxusbaccáta) რომელიც ევროპაში არსებულ ხეებს შორის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. აქ გვხვდება  8-10 ასწლეულის უთხოვრის ხეები. მდინარის ხეობიდან 2 კმ-ის გავლის შემდეგ დაბლობზე ვიზიტორებს ხვდებათ ეროვნული პარკის რუკა (930 მ. ზღვის დონიდან) საიდანაც ბილიკი მიდის მთაში. აღმართი გრძელდება დაახლოებით სამი საათი ანდრეი რომანოვის N1 ბილიკზე, შემდეგ უხვევს მარცხნივ, ნაკვალევის N 6 ბილიკზე. ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში ხვდებათ პანორამული ხედები. მარშრუტი ეშვება ქვაბისხევის ხეობაში დამრეც დაღმართზე, რომელიც N6 ბილიკიდან იწყება 2 კილომეტრში. აქ გადაადგილება შედარებით რთულია. აღნიშნული მონაკვეთი გრძელდება დაახლოებით 40 წუთი. შემდეგ  გვხვდება თვალწარმტაცი ხედები ქვაბისხევის ხეობაზე. ეს ადგილები გამორჩეულია  ბიომრავალფეროვნებით და ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს. ბილიკის ბოლოს საკემპინგე და საპიკნიკე ადგილებია.  შესაძლებელია კარავში ღამის გათევა. ბილიკი დასახლებული პუნქტისგან დაშორებულია 1 კმ-ით. აქვე შეგიძლიათ ნატურალური პროდუქტების შეძენა.

ტურის აღწერა:

დღე პირველი: დაცვის საგუშაგო პოსტი ლიკანში - დაცვის საგუშაგო პოსტი ქვაბისხევში, 13 კმ. საშუალოდ 6 საათი. 


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80
ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: ნინო ავეტისიანი ტელ: 577 64 04 44
ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com 

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ხარაგაულში: გიორგი მუხურაძე ტელ: 577 10 18 94

ელ.ფოსტა: gio.mukhuradze@gmail.com