, გომეწრის ხ??

ომალოდან ომალომდე: ჩაღმათუშეთისა და გომეწრის ხეობის სოფლები

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

წრიული მარშრუტი იწყევა ომალოდან გაივლის ჩაღმათუშეთის სოფლებს ხახაბოსა და ჭიღლაურთას და გადადის გომეწრის ხეობაში. გომეწრის ხეობაში მარშრუტი მოიცავს სოფლებს გოგლურტა, დოჭუ, ბოჭორნა და ბრუნდება ომალოში. 

გეგმა:

01

დღე 1: ომალო - ხახაბო - ჭიღლაურთა - გოგლურთა

ომალოდან ბილიკი ეშვება ხეობაში, მდინარეს ხიდით კვეთ და ადის სოფელ ხახაბოში, ხოლო შემდეგ გადადის სოფელ ჭიღლაურთაში. სოფლიდან ბილიკი ქედს მიუყვება და გადადის თუშეთის საბუეში, საიდანაც ბილიკი ეშვება მდინარე ორწყალის ხეობაში და გადადის მეორე ნაპირზე. აქ კვლავ გიწევთ სიმაღლის აკრება, ხოლო შემდგომ ბილიკი ფერდობს მიუყვება სოფელ გოგლურთამდე. ხიდების მდგომარეობის შესახებ უმჯობესია განახლებული ინფომრაცია კითხოთ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და სოფლის მაცხოვრებლებს.

02

დღე 2 - გოგლურთა - დოჭუ - ბოჭორნა - ომალო

სოფელ გოგლურთადან დოჭუში მოსახვედრად 2 ვარიანტი არსებობს. გრძელი ბილიკი გაივლის სოფელბს ბუხურთა, ილურთასა და ბეღელას. ეს გზა ყველაზე უსაფრთხოა. სოფელი ილიურთიდან ავტომობილით შეიძლება გადაადგილება. მეორე უფრო მოკლე ბილიკი სოფელი გოგლურთიდან პირდაპირ ეშვება ხეობაში, კვეთს მდინარეს და ადის სოფელ დოჭუში. ხიდების მდგომარეობის შესახებ უმჯობესია განახლებული ინფომრაცია კითხოთ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და სოფლის მაცხოვრებლებს.

ტრანსპორტი:

თუშეთში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ 4X4 ავტომობილით, რომლის დაქირავება შეგიძლიათ თბილისში, თელავსა და სოფელი ქვემო ალვანის ცენტრში.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
32 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
180 კმ
აღჭურვილობა
კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო გაზი, სალაშქრო ჯოხები

გეგმა

დღე 1: ომალო - ხახაბო - ჭიღლაურთა - გოგლურთა

დღე 2 - გოგლურთა - დოჭუ - ბოჭორნა - ომალო

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!