პანორამების ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ ნიამორების ვოლიერი, ეროვნული პარკის შერეული ტყეები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები, მთა ამარათი.

წრიული ბილიკი იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან  აწყურის მცველთა საგუშაგო 27 კმ-ში მდებარეობს.

ბილიკის საერთო სიგრძე 34 კმ-ია. მარშრუტი იწყება აწყურის მცველთა  საგუშაგოსთან, 1კმ. მანძილის გავლის შემდეგ ბილიკზე შეგხვდებათ ნიამორების ვოლიერი, ნიამორი (Capra aegagrus). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნიამორის რეინტროდუქციის  პროექტი  2006 წლიდან  მიმდინარეობს, აღნიშნული ვოლიერის არსებობის მთავარი მიზანი ველურ გარემოში უკვე გადაშენებული ცხოველის ხელახალი გამრავლება და ისევ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაშვებაა.  ნიამორის ვოლიერიდან 20 წუთის სალაშქრო მანძილზე მარშრუტი ფართო გზიდან მარცხნივ უხვევს ვიწრო ბილიკზე, რომელიც დიდი აღმართით ადის მთის ფერდობზე, დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ ბილიკი გვთავაზობს ულამაზეს ხედებს, #3 პანორამების ბილიკი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ბილიკებიდან იშლება წიწვოვანი ტყეების ხედები. ბილიკზე ნახავთ ეროვნულ პარკში გავრცელებული  ცხოველების ნაკვალევს, როგორებიცაა:   კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus). დათვი (Ursus arctos), მგელი (Canis lupus), ამარათის ტურისტულ თავშესაფართან ახლოს მდებარეობს მწყემსების საზაფხულო ქოხები, აქ შეგიძლიათ მწყემსების ცხოვრების წესს გაეცნოთ. მეორე დღის ლაშქრობა გრძელდება პანორამების ბილიკზე რომელიც განსაკუთრ5ებულად ლამაზი ხედებით გამოირჩევა. მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივია თუმცა უმეტესწილად დაბლა ეშვება. გზად შესაძლებელია ეწვიოთ ადგილობრივი მწყემსების საზაფხულო ქოხებს და გაეცნოთ მათ წეს-ჩვეულებებს.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 18 კმ. საშუალოდ  6-7 საათი.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80
ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: ნინო ავეტისიანი ტელ: 577 64 04 44
ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com 

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ხარაგაულში: გიორგი მუხურაძე ტელ: 577 10 18 94

ელ.ფოსტა: gio.mukhuradze@gmail.com