IMAG2617

სა-ზღვარზე: ბილიკი ხევსურეთიდან თუშეთში

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ბილიკი იწყება ხევსურეთიდან, კერძოდ სოფელი მუცოდან და მთავრდება თუშეთის დაბა ომალოში. მარშრუტი მოიცავს აწუნთას უღელტეხილს, დართლოს რამდენიმე სოფელს, ნაყაიჩოს უღელეტეხილსა და მაკრატელას ქედს.

მოკლე აღწერა: ბილიკი იწყება ხევსურეთიდან, კერძოდ სოფელი მუცოდან და მთავრდება თუშეთის დაბა ომალოში. მარშრუტი მოიცავს აწუნთას უღელტეხილს, დართლოს რამდენიმე სოფელს, ნაყაიჩოს უღელეტეხილსა და მაკრატელას ქედს.


გეგმა:

01

დღე 1 -

დღეპირველი - საფეხმავლო მარშრუტი იწყება მიღმახევის სოფელი მუცოდან და მიემართება სოფელი არდოტის გავლით სოფელი ბახაოსკენ. სოფელი ბახაოდან ბილიკი ქედზე აგიყვანთ. ბილიკი შეიძლება დაკარგოთ და არ შეგეშინდეთ მთავარია ქედზე ახვიდეთ და ამისთვის ყველაზე მოსახერხებელი მისადგომი აირჩიოთ. ქედზე ასულებს თქვენ წინაშე გადაიშლება კავკასიონი და მიღმახევი თავისი მედიდურობით. თვალწარმტაცი ხედი მთელი გზა თქვენთან დარჩება და განგიქარვებთ აღმართით გამოწვეულ დაღლილობას. ბილიკი ქედს მიუყვება, გზად შეხვდებით მესაძღვრეებს საიდანაც მარშრუტი ნელ-ნელა მთის ფერდობს გაყვება. კვალი კარგად ემჩნევა და გზის აბნევის ნაკლები საშიშროებაა. სანამ უღელტეხილის ფერდობს შეუდგებოდეთ ვრცელი ადგილია დასაბანაკლებად და გამოსაძინებლად. საკმაოდ დიდი მანძილი დაფარეთ და უმჯობესია დაისვენოთ, რათა ენერგიები მოიკრიბოთ უღელტეხილისთვის.

02

დღე 2 -

მეორე დღეს - თქვენ უნდა შეერკინოთ უღელტეხილის. მოემზადეთ და ერთი დღის საკმარისი წყალი მოიმარაგეთ, რადგან უღელტეხილამდე და უღელტეხილის მერეც სანამ ნაშალს არ გასცდებით წყალი აღარ შეგხვდებათ. აღმართი რთულია და უმჯობესია ფრთხილად იაროთ გასავლელი კიდევ ბევრი გაქვთ. საბანაკედან უღელტეხილზე ასასვლელათ 2-3 საათი დაგჭირდებათ. უღელტეხილზე შეისვენეთ დატკბით ულამაზესი ხედებით ხევსურეთსა და თუშეთზე. ბილი დაღმართზეც კარგად ეტყობა, თუმცა ნაშალი არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. დაბლა ჩამოსულებს კი ნაკადული შეგხვდებათ სადაც შეგიძლიათ წყლის მარაგი შეივსოთ, თუმცა წყალი აქ უკვე უხვადაა და არ დაგჭირდებათ ჭურჭელის ბოლომდე ავსება.დარჩენილი გზა მოკლე არ არის, თუმცა სასიარულო უფრო მარტივია. მეორე დღის ბოლოსთვის საბანაკე ადგილის შერჩევა არ გაგიჭირდებათ. ადგილი ბევრია: 1. აწუნთის ძირში თუშეთის მხარეს; 2. მესაზღვრეების პირველი ქოხის გადმოსწორ; 3. რეინჯერების ქოხთან. პირადად მეორე ან მესამე ვარიანტს ავირჩევდი.

03

დღე 3 -

მესამე დღე - თქვენი მიზანია მიაღწიოთ ნაყაიჩოს უღელტეხილის მისადგომებთან, ბილიკი მარტივია და განვლი გზიდან გამომდინარე სეირნობად მოგეჩვენებათ. პირველად შეგხვდებათ სოფელი ჭონთიო, რომელსაც ჩემი აზრით ყველაზე მეტად აქვს პირველყოფილი სახე შემორჩენილი. გზად გაივლით სოფელ გირევს სადაც შეგიძლიათ სასურსათო მარაგი შეივსოთ და გზა გააგრძელოთ. არ დაგავიწყდეთ გირევში მესაზღვრეებთან მისვლა რათა დაფიქსირდეთ რომ დატოვეთ სასაზღვრო ზონა. მესამე დღე ნაყაიჩოს უღელტეხილის დასაწყისთან გაატარეთ. პატარა ხევი მოედინება და მშვენიერი საბანაკეა.

04

დღე 4 -

მეოთხე დღე - დილა მძიმედ დაიწყება და მოგიწევთ ახვიდეთ ნაყაიჩოს უღელტეხილზე თუმცა ძალისხმევა ამად ღირს. უღელტეხილზე ასულებს თქვენს თვალ წინ გადაიშლება თუშეთის დიდი ნაწილი. ბილიკი მიუყვება მაკრატელას ქედს, რომლის ერთ მხარესაც წოვათუშეთი და გომეწერია, ხოლო მეორე მხარეს - დართლო. პანორამული ბილი გვირგვინდება ზემო ომალოში სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ კესელოს ციხე.

ხანგრძლივობა
4 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
60 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ

გეგმა

დღე 1 -

დღე 2 -

დღე 3 -

დღე 4 -

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!