Sairme columns, Racha - Lechkhumi

საირმის სვეტები

ლაშქრობა
1 შეფასება

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლეჩხუმის რეგიონი მდიდარია ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის ერთ-ერთი ბუნების ძეგლი არის კლდოვანი მასივი - საირმის სვეტები.

საირმის უდაბნო სოფელ ალპანასა და ჭრებალოს შორის სოფელ საირმესთან მდებარეობს. მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს უღელტეხილიდან, სადაც გზა აღმართსა და დაღმართს შორის იკეცება, აღმოსავლეთით მოსჩანს საირმის კლდოვანი სვეტები.

საირმის უდაბნოს ტერიტორიაზე მოწყობილია საფეხმავლო მარშრუტი „საირმის სვეტები“, რომლის სიგრძე 3 კმ-ია. უღელტეხილიდან გზა უხვევს ტყეში, სადაც 1კმ დაფარვა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით.  შემდეგ გზა გრძელდება ვიწრო ბილიკზე, რომელიც სერპანტინებით ადის ტყეში აღმართზე. აღმართის გავლის შემდეგ გზა მიუყვება მთის თავზე, სადაც შეხვდებით შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებს. ნანგრევებიდან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ბილიკი მთვარდება მთის წვერზე ზღვის დონიდან 680 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება საირმის სვეტებზე.

ტრანსპორტი:

უღელტეხილზე, საიდანაც იწყება საფეხმავლო ბილიკი შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით მისვლა. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ხანგრძლივობა
1 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
5 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
250 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+8
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა

1 შეფასება

5
Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

ძალიან კარგი 1 დღიანი მარტივი სალაშქრო მარშრუტია დამწყებებისთვის ან სეირნობის მოყვარულთათვის.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საირმის სვეტები

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!