აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. მარშრუტზე შეხგვდებათ ფართოფოთლოვანი ტყე, რცხილნარის კორომი, წმინდა წიფლნარის კორომი, მდ. ლაგოდეხის ხევი, ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედები, პატარ-პატარა ტბები, ჭაობები და შავი კლდეების ტბა.

შენიშვნა: შავი კლდეების ტბის მონახულებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისთვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

გეგმა:

01

დღე 1: ვიზიტორთა ვენტრი - ტურისტული თავშესაფარი "მეტეო"

გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე. ბილიკის მარტივ მონაკვეთზე შეგხვდებათ წყალი და აუცილებლად შეივსეთ მარაგები. მას შემდეგ რაც მკვეთრ აღმართს შეუდგებით წყალი აღარ შეგხვდებათ ტურისტულ თავშესაფრადე. მანძილი - 11.5 კმ; ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ. ტურისტული თავშესაფარი „მეტეო“ 2000 მ.ზ.დ.

02

დღე 2: ტურისტული თავშესაბარი - შავი კლდეების ტბა - პრინც დემიდოვის ბინა

გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ,,დემიდოვის ბინა“. მანძილი - 15.5 კმ; ტურისტული თავშესაფარი მეტეო 2000მ.ზ.დ. შავი კლდეების ტბა 2800 მზ.დ. ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ.

03

დღე 3: დემიდოვის ბინა - ვიზიტორთა ცენტრი

გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი - 15 კმ; ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ. ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ);

ხანგრძლივობა
3 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
42 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
170 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+8

გეგმა

დღე 1: ვიზიტორთა ვენტრი - ტურისტული თავშესაფარი "მეტეო"

დღე 2: ტურისტული თავშესაბარი - შავი კლდეების ტბა - პრინც დემიდოვის ბინა

დღე 3: დემიდოვის ბინა - ვიზიტორთა ცენტრი

კითხვები და პასუხები

Irakli Gogoladze
Irakli Gogoladze

გამარჯობა უშულოდ ტბაზე დაბანაკება და ღამის თევა არ შეიძლება საზღვრის გამო?

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა ირაკლი, დიახ მართალი ხართ, უშუალოდ ტბაზე დაბანაკება აკრძალულია. მესაზღვრეები ცდილობენ უყურადღებოდ არავინ დატოვონ რომ ვინმემ შემთხვევით საზღვარი არ გადაკვეთოს.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე შავი კლდეების ტბა - წრიული

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!