მარშრუტი იწყება სოფელი ღების შესასვლელთან. მარშრუტი მიუყვება საავტომობილო გზას და ადის სოფელ გონაში სადაც გათვალისწინებულია ღამის სათევი ადგილი.  სოფლის გასასვლელში დგას სასაზღვრო გამშვები პუნქტის საგუშაგო. სასაზღვრო პუნქტთან გაივლით შესაბამის პროცედურებს (აუცილებლად უნდა ქონდეთ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები წინააღმდეგ შემთხვევაში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოუწევთ მარშრუტის შეწყვეტა).  სასაზღვრო საგუშაგოდან 3,5 კმ -ის შემდეგ. მდ. ჭვეშურას ჩრდილო დასავლეთიდან უერთდება მდ. დომბარულა. შეერთების ადგილზე წარსულში იყო მწყემსების საზაფხულო სადგომები. ეს ადგილი ასევე კარგია ღამის თევისთვის.  საბანაკედან 7.1  კმ - ში ბილიკი მიდის მყინვარ კირტიშოს ენასთან. მარშრუტი ფეხით მოსიარულეთათვის არის ორ დღიანი. არ არის რთული სასიარულო. ცხენოსანი ტურისტებისთვის მარშრუტი არის ერთ დღიანი.