მარშრუტი იწყება სოფელი ლიხეთის შესასვლელთან, გაივლის სოფელს და მიემართება ჩრდილოეთით საბანაკე ადგილისკენ. საბანაკე ადგილი მდებარეობს მდინარე ხეორის წყლისა და მდინარე სერულის წყალშესართავთან.  საბანაკესთან ახლოს მდებარეობს მეჭვრეთის VIII-IX საუკუნის მონასტრის ნანგრევები. ბანაკის შემდგომ ბილიკი გადადის მდ. სერულის მარჯვენა ნაპიზე და სერპანტინით მიუყვება ორი მდინარის გამყოფ ქედს. ბილიკი გადის მდინარე სერულის, ხეორის წყლის და მდინარე ჟრინავის სათავეებს და ადის ყელიდას უღელტეხილზე(3036მ). უღელტეხილიდან ბილიკი გადადის მდინარე ღობიშურის ხეობაში. უღელტეხილიდან ერთ კილომეტრში გვხვდება რამდენიმე პატარა ტბა. ეს ადგილი რეკომენდირებულია ღამის თევისთვის. ღამისთევის ადგილიდან ბილიკის დაღმა ეშვება. გზად გვხვდება მწყემსების საზაფხულო სადგომი. ეს ადგილიც კარგია დასაბანაკებლად, დასასვენებლად და ღამის სათევად. ბილიკი კვეთს მდ. ღობიშურის მარცხენა პატარა შენაკადს, გადადის მდ. ცხენიშურის ხეობაში და ჩადის სოფ. შკედში. 

მარშრუტზე არ არის სასმელი წყლის პრობლემა. ღამის თევის ადგილებში შესაძლებელია ნაკადულების წყლის გადადუღება. მარშრუტი მარტივია და მისი ხანგრძლივობა 2-3 დღეს შეადგენს ფიქიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.