მარშრუტი იწყება სოფელი ნიკორწმინდის ბოლოდან მიემართება ჩრდილო დასავლეთით მდებარე ჭელიშის მონასტრისკენ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ მდინარე შარეულას სათავე და ნიკორწმინდის საყინულე. მონასტრიდან ვბრუნდებით საწყის წერტილში და გზას ვაგრძელებთ აღმოსავლეთით. დაახლოებით 11 კილომეტრში მიხვალთ საბანაკე ადგილას.

საბანაკე ადგილიდან მარშრუტი შედის სამხრეთით ლეკნარის მონასტრისკენ საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხვამლის მთასა და შემოგარენზე. ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გზა ბრუნდება საბანაკე ადგილზე საიდანაც გზას ვაგრძელებთ ჩრდილოეთით სოფელი გოგოლათისკენ. გოგოლათისკენ მიმავალი ბილიკიდან გადახვევით შეგიძლიათ მოხვდეთ თხმორის ჩანჩქერსა და ცახის მღვიმეში.

მარშრუტი მიეკუთვნება სირთულის მარტივ კატეგორიას თუმცა მოითხოვს მოგზაურებისგან გარკვეულ ფიზიკურ მომზადებას.