მარშრუტი იწყება სოფელი ოყურეშის შესასვლელიდან და სოფლის გავლით მიუყვება დაზიანებულ საავტომობილო გზას. გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი გადაადგილება. მარშრუტის საწყისი წერტილიდან 10.5 კილომეტრში გზაგასაყართან გვხვდება საბანაკე ადგილი. საბანაკესთან ახლოს არის წყარო.

გზაგასაყარიდან ერთი გზა მიემართება აღმოსავლეთით დასოფელ ლახეფას გავლით მიდის სოფელ ტვიშში. მეორე გზა სამხრეთით ტყისკენ გრძელდება. ეს გზა ჯერ მღვიმე „თეკენთერას ჭისკენ“ შემდეგ კი ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მიდის. საავტომობილო გზა ბოლომდე არ მიდის. ეკლესიამდე ბილიკი მიგიყვანთ.

„თეკენთერას ჭა“ არის მღვიმე, რომელშიც მოხვედრა შეიძლება მხოლოდ მის ჩასასვლელზე გაზრდილი მრავალწლოვანი ხის ფუღუროს მეშვეობით.

ხვამლის მასივს ახასიათებს კლიმატური თავისებურებები: ძლიერი ნისლიანობა, ნალექი, ტემპერატურის დღეღამური ცვლილების მაღალი ამპლიტუდა. მეტი უსაფრთხობისათვის ნისლის დროს არ მოშორდეთ ბილიკს და თან იქონიეთ მარშრუტით აღჭურვილი მობილური ან GPS მოწყობილობა.

ყურადღებით იყავით ხვამლის მწვერვალზე და კლდოვან გადასახედებზე გადაადგილებისას, რადგან სამხრეთ ქარაფის სიმაღლე არის დაახლოებით 300 მეტრი და სველ ქვაზე ფეხის მოცურების, ქანების ჩამოშლის ან წონასწორორბის დაკარგვის შემთხვევაში დიდია უბედური შემთხვევის ალბათობა. ვიზიტორებმა თავი უნდა შეიკავონ მღვიმეებსა და ვერტიკალურ ჭებში თვითნებული აღჭურვილობის გარეშე ჩასვლისგან.