სვლა იწყება სოფელი შქმერიდან კვეთს მდინარე ხეორს და მიემართება მთა ხიხათისკენ. მარშრუტი ნაწილი გადის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის უახლოესი სოფელი არის უზუნთა. საწყისი წერტილიდან გადასახვევამდე მარშრუტი ემთხვევა სოფელი შქმერის და სოფელი უზუნთის დამაკავშირებელ ბილიკს.გადასახვევთან მარშრუტი მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთით და აღმართით ადის ხიხათის ქედზე. ქედიდდან იშლება ლამაზი ხედები. დიდი რაოდენობით გვხვდება კარსტული ძაბრები. გზად გაივლით მწვერვალ ხიხათას - 2239მ. მოცემულ წერტილში დამონტაჟებულია გეოდეზიური ტრიანგულატი. 
მარშრუტი გრძელდება ქედზე. მეორე გზაგასაყარიდან ბილიკი სამხრეთ-დასავლეთის მიერმართება საბანაკე ადგილამდე. საბანაკე ადგილიდან ბილიკი კვლავ ეშვება და 13 კილომეტრიანი დაშვების შემდეგ შედის სოფელ ბეთლევში. სოფელი ბეთლევიდან გზად შეგხვდებათ სოფელი სხარტალი, რომლის მიდამოებშიც შეგიძლიათ დაბანაკდეთ. სოფელი სხარტალიდან შაორის ტბის გავლით ცენტრალურ გზამდე 10 კმ-ია.

მარშრუტი მთელ სიგრძეზე არის მეტად ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ იოლი სასიარულოა, გრძელი მანძილისა და აღმართების გამო, სასურველია ვიზიტორი ფიზიკურად მინიმალურ დონეზე მაინც იყოს მომზადებული. მარშრუტის ბოლოს შეგიძლიათ იბანაოთ შაორის წყალსაცავში და დაკავდეთ სპორტული თევზაობით.