მარშრუტი იწყება სოფელი ურავიდან. ბილიკი მიუყვება აღმართს და მიდის საბანაკე ადგილთან.


საბანაკედან ბილიკი მიემართება დასავლეთისკენ, შედის ხეობაში და გადადის მთის მეორე მხარეს სადაც უერთდება სოფელი ლიხეთიდან შკედში მიმავალ ბილიკს. ბილიკი გადის მდინარე სერულის, ხეორის წყლის და მდინარე ჟრინავის სათავეებს და ადის ყელიდას უღელტეხილზე (3036მ). უღელტეხილიდან ბილიკი გადადის მდინარე ღობიშურის ხეობაში. უღელტეხილიდან ერთ კილომეტრში გვხვდება რამდენიმე პატარა ტბა. ეს ადგილი რეკომენდირებულია ღამის თევისთვის. ღამისთევის ადგილიდან ბილიკის დაღმა ეშვება. გზად გვხვდება მწყემსების საზაფხულო სადგომი. ეს ადგილიც კარგია დასაბანაკებლად, დასასვენებლად და ღამის სათევად. ბილიკი კვეთს მდ. ღობიშურის მარცხენა პატარა შენაკადს, გადადის მდ. ცხენიშურის ხეობაში და ჩადის სოფელ შკედში.

მარშრუტზე არ არის სასმელი წყლის პრობლემა. ღამის თევის ადგილებში შესაძლებელია ნაკადულების წყლის გადადუღება. მარშრუტი მარტივია და მისი ხანგრძლივობა 2-3 დღეს შეადგენს ფიქიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.