დღე 1: მარშრუტი იწყება სოფელ ზედა ლუხვანოს ჩრდილო დაბოლოებასთან. მარშრუტის საწყის ნიშნულამდე მისვლა შესაძლებელია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით. მარშრუტი მიუყვება ყოფილ სამანქანო გზას, რომელზეც დღეისათვის ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. ბილიკის მიგიყვანთ კურორტ ახალჭალაში, სადაც რეკომენდებულია პირველი ღამისთევა. კურორტი ახალჭალა არის დაცარიელებული.

დღე 2: ახალჭალიდან ბილიკი გადის ალპურ ზოლში და მიდის მთა ციქურის მიმართულებით. მწვერვალ ციქურიდან ჩამომავალ ქედსა და მთა საზამთრას შორის არსებულ უსახელო უღელტეხილის გავლით(2820მ), ბილიკი ეშვება სოფ. ქულბაქისკენ. დაშვებისა შეგიძლიათ შეარჩიოთ მოსახერხებელი ადგილი ღამისთევისათვის, რადგან წინ ციცაბო დაღმართი გელოდებათ. 

დღე 3: ციცაბო დაღმართი გადის ნაწალზე და საჭიროებს სიფრთხილეს. აღნიშნული მონაკვეთზე შეუძლებელია ცხენის გაყვანა, რის გამოც მარშრუტი გამოსადეგია მხოლოდ ქვეითი ტურისტებისთვის. საკალმახე მეურნეობასთან, ბილიკი ჩადის მდ. ჯანაულთან და ხიდის გავლით ჩადის სოფ ქულბაქში. მარშრუტი იოლი სასიარულოა. სასმელი წყალი არსად გვხვდება გარდა ახალჭალის ტერიტორიისა. მარშრუტის ხანგრძლივობა ვიზიტორების სურვილისა და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს 2-3 დღე.