მარშრუტი იწყება სოფელი ზუბის შესასვლელთან და სოფლის გავლით მიემართება ასხის კირქვული მასივისკენ. ბილიკს ავყავართ ასხის კირქვულ პლატოზე, სადაც შეგხვდებათ მწყემსების საზაფხულო სადგომებს. აქ შეგიძლიათ ღამე გაათიოთ.

ბილიკი გრძელდება საბანაკე ადგილიდან სოფელ ქულბაქის მიმართულებით. გზად გხვდებთ ორი პატარა ტბა. ბილიკი კარნიზების გვერდის ავლით მიემართება სოფელი ქულბაქისკენ. გზაგასაყართან ერთი ბილიკი აღმოსავლური მიმართულებით მიემართება სოფ. ქულბაქისკენ, მეორე კი ჩრდილოეთის მიმართულებით - კურორტი ლებარდესკენ. ბილიკი კვეთს კვეთს მდ. ჯანაულს და ჩადის სოფ. ქულბაქში. მარშრუტზე გვხვდება წყაროები და მწყემსების სადგომები, რაც მოგზაურს საშუალებას აძლევს თვითონაც შეარჩიოს ღამის სათევი ადგილი და დაგეგმოს მარშრუტის ხნგრძლივობა.