აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი, ოქტომბერი

მარშრუტი იწყება სოფელი ახოსეილის სამხრეთით მდებარე ხეობიდან და მიემართება დასავლეთით მთა ხინოს მიმართულებით. ბილიკი მკვეთრად არის გამოკვეთილი და მიუყვება ფერდობს. ბილიკი მთა ხინოს გაუვლის სამხრეთ ფერდობზე და ქედით მიემართება მთა სარბიელასკენ. ბილიკი ეშვება მთების სარბიელასა და ხინოს დამაკავშირებელ ქედზე. აქედან მარშრუტი მთა სარბიელას უვლის სამხრეთიდან. მას შედეგ რაც მიაღწევთ ქედს, რომელიც მთა სარბიელას სამხრეთიდან (ამ ქედით არის შესაძლებელი სოფელი ხინოდან ამოსვლა, ამ მიმართულებიდან ამოსვლა ძალიან დამღლელია რადგან მკვეთრად გიწევთ 1300 მეტრის სიმაღლეში აწევა) უერთდება მარშრუტი ორი მიმართულებით შეგიძლიათ გააგრძელოთ. უფრო ქვემოთ მდებარე ბილიკი გაივლის ქოხთან, რომელსაც შეგიძლიათ თავი შეაფაროთ ცუდ ამინდში. ქოხთან არის წყარო. ქოხის მერე ბილიკი კვლავ კრეფს სიმაღლეს და უბრუნდება ძირითად ბილიკს (ძირითადი ბილიკი შედარებით უკეთ გამოიყურება და ემჩნევა ზედაპირზე). ბილიკი კვლავ ქედით მიემართება მთა ნარუსალასკენ და მისი დასავლეთ ფერდობით უახლოვდება ტბიყელის ტბას. მთა ნარუსალას  დასავლეთ ფერდობზე გამავალი ბილიკი გადის ტყესა და ბუჩქნარში. ამ მონაკვეთზე შეგხვდებათ პატარა თეთრი მწერების გუნდი (თავზე რამე დაიფარეთ და ისუნთქეთ იმპროვიზირებული ნიღბით თუ არ გინდათ მწერებით დანაყრება). ტბასთან მიმავალი ბილიკი ძლიერი ნისლის, დეკისა და დიდი ბალახის გამო კარგად ვერ მოვიკვლიეთ.  ბილიკი ტბის დასავლეთით და ჩრდილოეთით ზუსტად არის დატანილი. დაზუსტებას აღმოსავლეთ ნაწილი საჭიროებს, რომელიც შედარებით დაბალი მცენარეების გავლით არის მოხაზული რუკაზე. ტბასთან რამდენიმე კარვის გაშლა არის შესაძლებელი. ტბაში თევზი არ არის თუმცა სავსეა ტრიტონებით. 

რუკაზე დატანილი საბანაკე ადგილებიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი შემოგარენსა და თავად ტბიყელის ტბაზე. საბანაკეებთან წყალი არ არის, თუმცა წყლის მარაგის შევსება შეგიძლიათ ქოხთან არსებული წყაროდან. წყაროდან საბანაკემდე მისასვლელად ნახევარი საათი დაგჭირდებათ.


ტრანსპორტი:

მარშრუტის საწყისი წერილი მდებარეობა სოფელი ხაბელაშვილებისა და გომის მთის დამაკავშირებელ გზაზე. გზაზე გადაადგილება შესახლებალია ნებისმიერი მაღალი კლირენსია ან გამავლობის ტრანსპორტით.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
26 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
370 კმ
აღჭურვილობა
კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო გაზი, სალაშქრო ჯოხები, სამთო ფეხსაცმელი, ქვეშსაგები, სალაშქრო ზურგჩანთა

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+8
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტბა ტბიყელი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!